ხელით წერის აუცილებლობის თაობაზე

kaligrafia

   დისტანციური სწავლების პერიოდში ქართველ მოსწავლეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა კომპიუტერული უნარ-ჩვევების დაუფლებამ და საოფისე პროგრამების მომხმარებელთა რიცხვმაც ერთიათად იმატა. შესაბამისად, ტენდენციური გახდა საშინაო დავალებების  კომპიუტერულ ფურცლებზე, Word-ის ფაილებში  შესრულება.  ეს ერთგვარ მოდად იქცა ჩემს მოსწავლეებს შორისაც და, რომ გადახედოთ გამოგზავნილი საშინაო დავალებების საერთო რაოდენობას, ადვილად შეამჩნევთ, მათი 80% ელექტრონულ ფორმატშია შესრულებული.  ამის წინააღმდეგი არ ვარ, არც ბავშვებს ვუშლი, ერთი ფაქტორი კი მაფიქრებს.  შეგიმჩნევიათ, რომ ტელეფონებისა და ლეპტოპების კლავიატურაზე მიჩვეულ პატარა თითებს უფრო და უფრო უჭირთ მოხდენილად წერის ტექნიკის დაუფლება? ამას თითქოს უმნიშვნელო ფაქტადაც კი აღიქვამენ, ყურადღებას აღარ აქცევენ, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ხელით წერა და ესთეტიკურად დახვეწილი ნამუშევრის შესრულება პატარა საქმე არაა, რადგან მოსწავლისაგან მოითხოვს ძალისხმევას და საკუთარ თავზე მუშაობის უნარსაც მშვენივრად ავითარებს. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ მოსწავლეებს, რომელთაც ხელით წერა უწევთ,  მნიშვნელოვნად აქვთ განვითარებული კითხვის უნარები.

    მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მასწავლებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ „სუფთა წერას“ (აქ, სისუფთავის გარდა, ლამაზად შესრულებული ნაწერიც იგულისხმებოდა). გამომდინარე იქიდან, რომ ცაცია გახლავართ, „სუფთად წერა“, რბილად რომ ვთქვათ, არ გამომდიოდა და ჩემი ნაწერი ყოველთვის მელნით იყო დასვრილი. ხშირად ვბრაზობდი შენიშვნაზე და ნაწერის სილამაზის აუცილებლობას ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა მრავალჯერადმა აქტიურმა მოწოდებებმა მაინც გაჭრა და კალიგრაფია საგრძნობლად გამოვასწორე. ახლა რომ ვფიქრობ, უზომოდ მადლიერი ვარ ამ შენიშვნების გამო. გავიდა წლები, დღეს უკვე მე ვარ მასწავლებელი და იმავე ინტენსივობით არა, მაგრამ მაინც მოვუწოდებ ჩემს მოსწავლეებს საშინაო დავალების სუფთად და მოწესრიგებულად შესრულებისაკენ. გამოცდილებამ დამანახვა, რომ რომ ამგვარმა მოწოდებამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო სხვადასხვა კატეგორიისა და აკადემიური მოსწრების მოსწავლებში. კონკრეტულ მაგალითსაც მოვიხმობ  (მოსწავლის სახელი, ცხადია, შეცვლილია):

    გიორგის პირველი წელია ვასწავლი. სამწუხაროდ, სწავლისადმი დიდი ინტერესი არასდროს გამოუჩენია. მას ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ზეპირი მოხსენების, ისე წერითი დავალებისადმი. წერდა უსუფთაოდ, გაურკვევლად და მარტივი, 3-4 სიტყვიანი წინადადებებით, სამსჯელო კითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემის დროსაც კი არასრული, მოკლე წინადადებებით შემოიფარგლებოდა. დავალების კითხვის დროს მას საკუთარი ნაწერის გარჩევა და ამოკითხვა უჭირდა, რის გამოც ხშირად ითრგუნებოდა და რვეულს უხალისოდ აგდებდა ჩანთაში. გადავწყვიტე დავხმარებოდი, ცოტათი მაინც გამეუმჯობესებინა მისი კალიგრაფიული უნარები და ამ მარტივი გზით-თვითშეფასებაც. უკვე მეორე ცდაზე მისმა და ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თავდაპირველად, გადასაწერად 1 წინადადება მივეცი და ვთხოვე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოენდომებინა და ლამაზად, უშეცდომოდ გადაეწერა. გამოუვიდა! პირველმა საგრძნობმა შედეგმა გაახარა.  განსაკუთრებულად ლამაზი სიტყვები მწვანე კალმით მოვუნიშნე და ქების სიტყვებიც არ დავიშურე.  შემდეგი დავალება ჩემ მიერ ნიმუშად მიწოდებული ლამაზად შესრულებული ნაწერის (ოღონდ არა თანაკლასელის) შეძლებისდაგვარად მიბაძვა იყო. აქაც წარმატებას მივაღწიეთ.  მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგისთან მუშაობას ახლაც ვაგრძელებ პატარ-პატარა დავალებების  მიცემით (აწ უკვე ონლაინში), თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ კალიგრაფიის გამოსწორების გარდა, გაუმჯობესდა მისი წერითი და სააზროვნო უნარები, გიორგის აღარ ერიდება და აღარ უჭირს კლასელების წინაშე საკუთარი დავალების წარდგენა. ერთ სფეროში წინგადადგმულმა  ნაბიჯმა ჯაჭვურად გამოიწვია სხვადასხვა უნარის განვითარება.  ნათქვამია, წარმატება წარმატებას იზიდავსო და პროგრესი მართლაც რომ თვალსაჩინო გახდა. გიორგის მაგალითით შთაგონებულმა და გაგულისებულმა, გადავწყვიტე, დისტანციური სწავლების პერიოდშიც სახალისო დავალება შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს და ლამაზად წერის მინი კონკურსი ჩავატარო.  ნამუშევრებს კი განმავითარებელ შეფასებებს დავუწერ და ყურადღებას მხოლოდ დადებითზე გავამახვილებ.

  ვეცდები, თანმიმდევრულად ჩამოვაყალიბო ის ძირითადი დაკვირვებები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა:

  • აუცილებლად ვიწყებთ უმარტივესი დავალებით (თუნდაც 1 წინადადება) მნიშვნელოვანია, რომ არ დავაფრთხოთ მოსწავლეში ენთუზიაზმი;
  • კალიგრაფიაზე ვარჯიში უნდა იყოს დროში ლიმიტირებული. მაქსიმუმ 10 წუთი;
  • შეგვიძლია ნიმუშად ლამაზი ხელნაწერი მივაწოდოთ და შეეცადოს, რომ მიამსგავსოს ნაწერი (ნიმუში არ უნდა ეკუთვნოდეს თანაკლასელს);
  • არ არის აუცილებელი, ვარჯიშს ყოველდღიური ხასიათი მივცეთ, რომ ბავშვს მოყირჭების შეგრძნება არ დავუტოვოთ;
  • ნურასდროს შეადარებთ მოსწავლეებს ერთმანეთს, რათა რომელიმეს თავმოყვარეობა და თვითშეფასება არ შეებღალოს;
  • თუ მოსწავლეს პირადად ვხვდებით და ვუმოწმებთ ნამუშევარს, შეგვიძლია განსაკუთრებულად ლამაზად დაწერილი სიტყვები მწვანე კალმით შემოვუხაზოთ. წითელი კალმის ფერი ბავშვებში შეცდომაზე მითითების შეგრძნებას ტოვებს. ასე რომ, ფერი მნიშვნელოვანია;
  • ონლინ შეხვედრის დროს, როდესაც  მოსწავლე ატვირთავს მის მიერ შესრლებული ნაწერის ფოტოს, მასწავლებელმა უკუკავშირის სახით აუცილებლად უნდა მისწეროს დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული  კომენტარი.

     და მაინც, რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ხელით წერის უნარის განვითარებას  მოსწავლეებში?  გარდა იმისა, რომ მას უვითარდება მოტორული და კოგნიტური  ფუნქციები,  ამასთან:

  • ხელით წერა და კალიგრაფიის სრულყოფის პროცესი  უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც მოსწავლეს ერთგვარ დისციპლინას უვითარებს.  მან იცის, რომ შედეგის მისაღწევად ძალისხმევა სჭირდება;
  • მოსწავლეს უმძაფრდება ესთეტიკური განცდა და შემოქმედებითი უნარი;
  • ის კმაყოფილებას განიცდის თავისი ნაშრომის გამო და ემატება თავდაჯერებულობა;
  • საკუთარი წარმატების აღქმის შემდეგ მას მეტის მიღწევის სურვილი აღეძვრება;
  • მოსწავლეს უვითარდება წერის სიყვარული;
  • წერას თერაპიული და დამამშვიდებელი ფუნქციაც აქვს.

  მოგეხსენებათ, ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა ჩვენში,  რატომ უნდა დავკარგოთ და დავივიწყოთ ის, რაც ასე ეროვნული და მნიშვნელოვანია?   ქართული ხელნაწერისა და ჩვენი უნიკალური ანბანის დაფასება პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს,  რაც, თავის მხრივ, ეროვნულ სულისკვეთებასაც გაუღვივებს მოზარდებს და  თავდაჯერებულობასაც შემატებს. 21-ე საუკუნის უნარებს კი ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც შეიძენენ, რადგან პროცესი შეუქცევადია.

Posted in განათლება, პედაგოგიური საქმიანობა | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის “საიდუმლო ბაღი” წიგნის მიმოხილვა

This gallery contains 3 photos.

     საოცარია და გასაკვირი, მაგრამ არსებობს ჩვენში წიგნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა, მაგრამ ქართველ მკითხველთა შორის დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ასე რომ ვთქვათ, ბესტსელერთა სიაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ერთ-ერთ ასეთ „დაუფასებელ წიგნთა“ სიაში ადგილს ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „საიდუმლო … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რ.ჯ. პალაციო “საოცრება” წიგნის მიმოხილვა

This gallery contains 2 photos.

     მე მოგიყვებით ამბავს 10 წლის ბიჭზე, რომელმაც „სწორ’“ და „სტანდარტულ“ სამყაროს აჯობა, გაარღვია ბარიერები და  მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ყველასაგან გარიყული არაერთგზის გამხდარა ადამიანების დაცინვისა და გაკიცხვის საგანი, არ შეეპუა სიძნელეს და ბარიერის დაუძლეველი სიმაღლის მიუხედავად, იოლად … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

სტერეოტიპები საშინელებათა ფილმებში

This gallery contains 1 photo.

 ამასწინად, მე და ჩემს დას ერთობ საინტერესო სასაუბრო თქმა წამოგვეჭრა თანამედროვე საშინელებათა ფილმებზე, რეჟისორებისა და სცენარისტების სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ფანტაზიის უქონლობასა და ერთი და იმავე სიუჟეტის მომაბეზრებელ ტრიალზე, რაც ერთგვარად ხსნის იმ ფაქტს, რომ  ვერც ერთი ბოლოდროინდელი „ჰორორი“ ვეღარ აშფოთებს მაყურებლის … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , | 2 Comments

არა ქალ კლა! ანუ მასობრივი ფემიციდი საქართველოში

This gallery contains 1 photo.

    უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველო ქალთა მასობრივი მკვლოლბების სერიამ მოიცვა, ერთგვარმა ტენდენციამ თუ ტალღამ სუსტი სქესის მიმართ განხორცილებული ძალადობისა და დისკრიმინაციის. სოციალური ქსელები, ინტერნეტ პორტალები და ტელევიზია ყოველდღიურად ახალ-ახალი გარდაცვლილების სახელებსა და სახეებს აქვეყნებს. დგება სტატისტიკა და იწერება სტატიები, ამკაცრებენ … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ბულინგი– ძალადობა, რომელზეც თვალს ხუჭავენ

This gallery contains 3 photos.

   როდესაც საავტორო ბლოგისთვის თემებს ვარჩევ, ვცდილობ ვისაუბრო მაქსიმალურად მხიარულ და მსუბუქ თემებზე, რაც გაამხიარულებს მკითხველს და სულ ცოტა ხნით მიანც მოწყვეტს ყოფით პრობლემებს. მაგრამ ყოველთვის არ გამოდის თვალის დახუჭვა და გვერდის ავლა იმაზე, რაც ასეთი მტკივნეული და საშიშია, რაზეც … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , | 5 Comments

ახალგაზრდა შერლოკის ვნებანი

This gallery contains 3 photos.

    თუ სწორად მახსოვს, იმ საღამოს სულ სამად სამი ზარი განვახორციელე, რომელთაგან ორი ნაკლები მნიშვნელობისა იყო და სათვალავში ჩაგასაგდებიც არაა, ხოლო მესამე კი მეტად მნიშვნელოვანი და ბედის ირონიით,  საბედისწერო.  მოკლედ,  ჩემს ახლო მეგობართან და კურსელთან მოკითხვა–მილოცვის რიტუალის დასრულების შემდეგ, ამ … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , | 3 Comments

სპექტაკლ „ემილის თავგადასავლის“თაობაზე

This gallery contains 3 photos.

     უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელოვნების ისეთი სენსიტიური დარგისათვის, როგორიც თეატრია, ძალზე რთულია მოიზიდოს და რაც მთავარია, შეინარჩუნოს მაყურებელი, რომელიც გულწრფელად შეიყვარებს და არ მიივიწყებს მას. უფროსი თაობა, რომელიც ასე თუ ისე მოესწრო და საკუთარი თვალით იხილა ქართული თეატრის ოქროს … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , | 6 Comments

ზღაპრის ტრაგიკოსი ჰანს კრისტიან ანდერსენი (არასაბავშვო ზღაპარი)

This gallery contains 2 photos.

      „ერთ პატარა და ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, რომელთაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქმარმა საკუთარი ხელით გამოთალა საქორწინო სარეცელი, რომელზეც ძალიან მალე გაჩნდა პატარა, მყვირალა ბურთი– ეს ვიყავი მე, ჰანს კრისტიან ანდერსენი“.      რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სახელისა და … Continue reading

More Galleries | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კარიერისტი კონკიას მოდური ზღაპარი

This gallery contains 6 photos.

     ზღაპარი ბევრნაირი არსებობს: ფანტასტიკური, იგავ–არაკული სტილის, საყოფაცხოვრებო, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებულ, მოდურ ზღაპარს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც თანამედროვე კონკიაა.    ტყუილად ფიქრობთ, რომ ამ ზღაპარში მომხიბლვლელ პრინცებსა და ოქრო–ვერხლით სავსე სასახლეებზე გიამბობთ. სულაც არა, და მეტსაც გეტყვით, ჩვენს … Continue reading

More Galleries | Tagged , , , | დატოვე კომენტარი