ძალადობის ფსიქოლოგია

  ნებისმიერ ადამიანში არსებობს როგორც ცხოველური, ისე ადამიანური საწყისი. იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი ჭარბობს, ხდება პიროვნების ფორმირება. ადამიანური საწყისი ძირითადად ინტელექტს მოიცავს, რომელიც ცხოველურს ძალიან მცირე რაოდენობით გააჩნია. ადამიანს ძალუძს გაიაზროს თავისი ცხოვრების საზრისი და თვითსრულყოფის გზით ეცადოს იდეალამდე მიღწევას. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც გამოგვარჩევს ცხოველისაგან, რომლის ძირითად საწყისს მსუყე ნაჭრის მიტაცება, ძალაუფლების, საჭმლისა და დიდი ტერიტორიის  მოპოვება, სუსტზე ძალადობის გზით საკუთარი ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

   მაშინ, როდესაც ადამიანების გარკვეული კატეგორია წლებისა და საუკუნეების მანძილზე ცდილობს დასახული მიზნის მიღწევას ჰუმანური საწყისების რეალიზაციის ხარჯზე, ყოველთვის გამოჩნდება მეორე კატეგორიაც, რომელთათვისაც ცხოვრების ამგვარი გზა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ინტელექტი, აქვთ მწირი სულიერი სამყარო, ვერ აცნობიერებენ ადამიანური ცხოვრების აზრს, მაგრამ სამაგიეროდ, გააჩნიათ უხეში ფიზიკური ძალა, რომლითაც, მათი აზრით, შეუძლიათ მიაღწიონ სხვაზე მეტს, გაცილებით ნაკლები გონებრივი რესურსის გამოყენებით. ასე ცხოველები იქცევიან, როდესაც ძლიერი იმორჩილებს და ჭამს სუსტს.

    მაგალითისათვის მოვიყვანოთ პატარა ბავშვის ცქევა, რომელიც თავის ყველა მოთხოვნასა და სურვილს ჩხუბის საშუალებით წყვეტს. ეს ყველაზე მარტივი გზაა სასურველის მისაღწევად. მათ ჯერ არ გააჩნიათ საკმარისად განვითარებული ინტელექტი, არ ძალუძთ სიტუაციის ბოლომდე წვდომა და ამიტომაც ვერ ხვდებიან, სხვა რა გზით შეიძლება პრობლემის მოგვარება (რაღა თქმა უნდა, ეს ყველა ბავშვს არ ეხება!). ანალოგიური ხდება მოძალადის შემთხვევაშიც. არადა, როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, ზრდასრულ მოძალადეთა უმრავლესობაც, ინტელექტის დონით მცირეწლოვანი ბავშვის დონეზეა, მას მოთხოვნილებებიც მარტივი აქვს და პრობლემის მოგვარების გზებიც. მთელი მისი სიძლიერე ფიზიკურ ძალასა და ძალმომრეობაშია, რადგან სხვა არაფერი გააჩნია. ის სუსტია, ეს სისუსტე კი აფრთხობს და აცეცხლებს. შიში და მრისხანება კი შობს ძალადობის აქტს, რომელიც სინამდივლეში მოძალადის თვითდამკვიდრების ერთადერთი იარაღია ამქვეყნად. აქედან გამომდინარე კი, ძალადობის აქტი სხვა არაფერია, თუ არა სისუსტის უმაღლესი გამოვლინება.

    როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ადამიანის ცხოველად გარდაქმნის შემთხვევები სულ უფრო და უფრო ხშირდება, როდესაც პირუტყვად ქცეული ვეღარ აცნობიერებს საკუთარი ქცევის სრულ სიმძიმეს,  დეგრადირებს და ამას ძალიან სწრაფად აკეთებს. თუმცა, არანაკლები სისწრაფით იხრწნება საზოგადოება, რომელიც შემწყნარებლური სიმშვიდით უყურებს და ხელს აფარებს მოძალადის მიერ განხორციელებულ ქმედებას და ამას ნორმად აღიქვამს, რადგან ძალიან ხშირად, მრავალგზის განმეორებადი სიმხეცე და სისასტიკე კანონად და ჩვეულებრივ მოვლენად გვეჩვენება. უმოქმედო და სირაქლემას პოზაში მყოფი საზოგადოება კი ისეთივე დემორალიზირებულია, როგორც დამნაშავე.

შეაჩერე ძალადობა დღესვე, ნუ გახდები მონაწილე!

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა, უკატეგორიო and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ძალადობის ფსიქოლოგია

  1. Marita ♕ says:

    გეთანხმები, ძალადობა სისუსტეა, პიროვნებისგანუვითარებლობის და უინტელექტობის მაჩვენებელი. ადამიანი, ვინც აზროვნებს და პატივს სცემს სხვას, ფიზიკურად არასდროს მიაყენებს შეურაცყოფას და ეცდება აუხსნას და ისე გააგებინოს თავისი სათქმელი. მიკვირს, როცა ზრდასრული ადამიანები სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ამართლებენ. ადრე თუ ცემდნენ მასწავლებლები სკოლის მოსწავლეებს, რა შედეგეს იღებდნენ? არაფერს, საწინააღმდეგოს. ისინი ბავშვებს მოძალადეებად ზრდნიდნენ, ვინც იგივეს გაიმეორებდა შვილთან მიმართებაშიც.

  2. mari says:

    ამიტომაც არის ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში,არა მარტო,არამედ ოჯახებშიც კი ფსიქოლოგიის გაკვეთილების ჩატარება საჭირო,ქართველებს ამის ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს სამწუხაროდ,

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s