სპექტაკლ „ემილის თავგადასავლის“თაობაზე

   22f51990-008a-4cc8-a0df-ef7c01e71697_700  უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელოვნების ისეთი სენსიტიური დარგისათვის, როგორიც თეატრია, ძალზე რთულია მოიზიდოს და რაც მთავარია, შეინარჩუნოს მაყურებელი, რომელიც გულწრფელად შეიყვარებს და არ მიივიწყებს მას. უფროსი თაობა, რომელიც ასე თუ ისე მოესწრო და საკუთარი თვალით იხილა ქართული თეატრის ოქროს ხანა, ამ მხრივ გაცილებით უპირატეს სიტუაციაშია– მათ ახსოვთ და მათ იციან. მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია შეიძინო მაყურებელი 21 საუკუნის ე.წ. კომპიუტერულ თაობაში, რომელსაც უკვე ვერაფრით გააკვირვებ. ამიტომაცაა, რომ პირველ სპექტაკლს, როგორც ერთგვარ ზიარებას თეატრის ჯადოსნურ სამყაროსთან, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ პირველად ნანახ წარმოდგენაზეა დამოკიდებული მომავალი მაყურებლის თეატრალური გემოვნების ჩამოყალიბება.

  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი უბერებელი ასტრიდ ლინდგრენის გმირებს მასპინძლობს. „ემილის თავგადასავალი“, ასე ჰქვია ორმოქმედებიან სპექტაკლს, რომლის რეჟისორიც ლევან ქობლიანიძეა.

02c3367d-edbb-4571-83d4-64673e70dfd1_700

    შვედი მწერლის შემოქმედებიდან „ემილი“ მეორე სპექტაკლია „კარლსონის“  შემდეგ, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დაიდგა.  როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ქართველი მაყურებელი ნამდვილად განიცდის დიდი ასტრიდის დეფიციტს. არადა, ძალიან ხშირად, პატარა მკითხველის მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება სწორედ ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებიდან იწყება. იმავე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ თეატრთან  ნაცნობობაც სწორედ ამ ავტორის ნაწარმოებებზე დაყრდნობით შექმნილი წარმოდგენით უნდა დაიწყოს.

     ლიონებერგელი ემილი ასტრიდ ლინდგრენის ერთ–ერთი ყველაზე სახალისო და გამორჩეული პერსონაჟია. რა აღარ ემართება ამ პატარა, ონავარ ბიჭუნას: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხანაც – ხურდას გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას ლურჯად გადაღებავს, ხან მის დაგებულ თაგვის მახეში მამა გაებმება.   ყოველი უნებური ცელქობის შემდეგ კი, შეშის ფარდულში  გამოკეტვით ისჯება, ზოგჯერ – დღეში რამდენჯერმეც. თავის „საკანში“ უქმად მყოფს კი, სხვა რა დარჩენია, თუ არა ხის პატარა კაცუნების ჩორკნა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ცალი დაუგროვდებოდა? ამბობენ, ასტრიდის მამა, ბავშვობაში სწორედ ასეთი ცელქი და მოუსვენარი იყო და ოჯახში მასზე ლეგენდები დადიოდაო, შესაძლოა, ემილის პროტოტიპიც სწორედ ისაა.

   სპექტაკლი სტრუქტურულ–თემატური თვალსაზრისით პატარა მაყურებლის ყველა ასაკობრივი თუ ინდივიდუალური ფაქტორის გათვალისწინებითაა აგებული და საერთო ჯამში, საკმაოდ დინამიურ, მხიარულ და რაც მთავარია, ლამაზ სანახაობას ქმნის შესანიშნავად შერჩეული მუსიკალურ–ქორეოგრაფიული ნომრებითა და ახალგაზრდა პროფესიონალ მსახიობთა გუნდით.

    წარმოდგენა ორმოქმედებიანია და ხუთ სხვადასხვა სიტუაციას აერთიანებს, საიდანაც თითოეულის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 წუთს, რაც პატარა მაყურებლის ყურადღების კონცენტრაციისა და შენარჩუნების უპირობო გარანტია, ისევე როგორც მუდმივად ცვლადი სასცენო რეკვიზიტები და მრავალფეროვანი გარემო.

   თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ემილის თავგადასავალი“ მიეკუთვნება სწორედ იმ სადებიუტო სპექტაკლების სიას, რომელმაც უნდა აზიაროს და შეაყვაროს თეატრის ხელოვნება  პატარა მაყურებელს.

86ca5c66-8574-4818-aaca-7e3852e13a86_700

Gallery | This entry was posted in საბავშვო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to სპექტაკლ „ემილის თავგადასავლის“თაობაზე

  1. tami says:

    უაღრესად მომეწონა სპექტაკლი, მეც და ჩემ ორ ბიჭუნასაც,

    • რა კარგია, თანამოაზრე და მოწმე რომ გამომიჩნდა🙂 მე და ჩემს ბიჭუნასაც ძალიან, ძალიან მოგვეწონა და მეორედაც ვიყავით!🙂

  2. dali says:

    ძალიან ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი სპექტაკლია.გილოცავ ლევან!ასე გააგრძელე.დალი

  3. Anna says:

    ui ra kaia chem patara bidzahsvils wavacancareb :)) madloba rchevistvis ^_^ :)))

  4. Hutcherson says:

    როდის იქნება კიდევ დადგმა??

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s