ახალგაზრდა შერლოკის ვნებანი

  Sherlock_GQ_8Dec11_PR_b  თუ სწორად მახსოვს, იმ საღამოს სულ სამად სამი ზარი განვახორციელე, რომელთაგან ორი ნაკლები მნიშვნელობისა იყო და სათვალავში ჩაგასაგდებიც არაა, ხოლო მესამე კი მეტად მნიშვნელოვანი და ბედის ირონიით,  საბედისწერო.  მოკლედ,  ჩემს ახლო მეგობართან და კურსელთან მოკითხვა–მილოცვის რიტუალის დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელმა როგორღაც მოისაზრა, რომ ერთი ბრიტანული სერიალით გატაცების ამბავი მოეთხრო და ძალისძალად ჩავეგდე ინტერესში.

–გახსოვს,  წინა ზამთარში „შერლოკ ჰოლმსზე“ რომ ვიყავით ჩვენები?

–გაი რიჩის? კი, მახსოვს… ?

–როგორ მოგეწონა ისიც გახსოვს? ჰოდა ახლა მოემზადე, რადგან ასჯერ და ათასჯერ მაგაზე უკეთეს „ჰოლმსიანას“ გადავაწყდი. ეს ვერსია აბსოლუტურად ყველა ეკრანიზაციას ჯობია.  კონან დოილი  ზეციდან ლოცავს BBC-ს, ეჭვიც არ შეგეპაროს!

   ის იყო და ის, იმ საღამოს  ერთ–ერთი  პირატული საიტიდან გადმოწერილმა რამდენიმე სერიამ  ერთხელ და  სამუდამოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა როგორც  შერლოკ ჰოლმსზე, ისე ზოგადად ბრიტანულ სერიალებზე. პრინციპში, აქ გასაკვირიც არაფერია, თუკი  გავითვალისწინებთ, რომ უკვე მთელი მსოფლიო ჩაითრია და აალაპარაკა  სოციოპათი გამომძიებლისა და ერაყის ომგამოვლილი სამხედრო ექიმის  საოცარმა თავგადასავალმა.  ისტორია და სიუჟეტი კვლავაც უცველი და კლასიკურია თავისი პერსონაჟებითა და ლეგენდარული „ბეიკერ სთრითით“.  მისის ჰადსონი, მაიკროფტი, მორიარტი– ყველა მათგანი საგრძნობლად „შეფერადებული“ და დროის შესაბამისად „გაუმჯობესებულია“.

 არადა, თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ, შემქნელები უდავოდ დიდ რისკზე წავიდნენ, როდესაც  კონან დოილის კლასიკად ქცეული დეტექტივი 21–ე საუკუნეში გადმოიტანეს, რაც იმდენად ჰარმონიულად გააკეთეს, რომ გაოგნებული მაყურებელი დრო და დრო შეკითხვასაც კი უსვამს საკუთარ თავს: განა შერლოკი სულაც ჩვენი თანამედროვე არ იყო? ან რა უნდა ესაქმებოდეს ტიპს, რომელსაც საუბარზე მეტად SMS–ების გზავნა ურჩევნია, მე–19  საუკუნეში?sherlock1x01

  თანამედროვე შერლოკი, თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით  „უსირცხვილოდ“  ახალგაზრდა და სიმპათიურია.  მას კვლავაც მოსავს კლასიკური შინელი, შარფი და მონადირის ქუდი. ვინტაჟური სტილი,  თვალშისაცემი Britishness და საფირმო ჟესტი – „მოაზროვნე ხელები“, ორმაგად უფრო მიმზიდველსა და დამაინტრიგებელს ხდის მის პერსონას.  სწორედ ამ არაჯანსაღმა მაგნეტიზმმა აიძულა მაცდური ირენ ადლერი გაემჟღავნებინა საკუთარი გრძნობები.  „სიყვარული სუფთა და ცივი გონების საწინააღმდეგო ემოციაა!“ –აცხადებს შერლოკი და ხელს ჰკრავს ყოველივე ადამიანურსა და მიწიერს, რაც, გაგიკვირდებათ და, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის პერსონაჟს.

    აქ კი ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა  ბენედიქტ კემბერბეტჩის ერთი შეხედვით (!) უსიმპატიო და უაზრობამდე ჩაციკლულმა გმირმა მილიონობით გოგონას გულისა და „დესკტოპის“ დაპყრობა ისე, რომ ფილმში არ უთამაშია არც ერთი ინტიმური სცენა და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ქალიც კი არ მოუხიბლავს, ის კი არა, გრძნობის ნატამალიც არ გამოუვლენია. არანაირი რომანტიკა, მხოლოდ ცივი გონების თამაშები. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვენგანი უკვე საკმაოდ დაიღალა კინოეკრანებზე გმირი–საყვარლების ყურებით, რომელთა ჰოლივუდური ღიმილი და სატრენაჟორო დარბაზში გამოყვანილი კუნთები იმდენად ბანალური სანახავია, რომ გინდება რაღაც ახალი, განსხვავებული, ბენედიქტის (ამ შემთხვევაში, შერლოკის) სახესავით ასიმეტრიული  და  ჯონივით მორიდებული. ტიპი, რომლის ცდუნებასაც უმარავი ქალი ცდილობს, ის კი ყინულის დედოფალივით ცივი და შეუვალია. როგორც აღმოჩნდა, მიუწვდომელზე ნადირობა ქალებსაც არანაკლებ გვყვარებია.

   Moriarty-Enthroned სერიალის შემქმნელების კიდევ ერთ გენიალურ მიგნებად  ჯიმ მორიარტის გმირს აღვნიშნავდი.  როგორც ამბობენ, ყველა ზღაპარს სჭირდება საკუთარი ბოროტმოქმედი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს ახალგაზრდა ენდრიუ სკოტი.  ქარიზმატული ფსიქოპატი, დაკომპლექსებული გიჟი, კრიმინალი დახვეწილი მანერებითა და დენდის ჩაცმულობით–ეს ჯიმ მორიარტია, ანტიგმირი, რომელიც ისეთივე მომხიბვლელია, როგორც შერლოკი და მომენტებში მის დაჩრდილვასაც კი ახერხებს.  რას ვიზამთ, ბოროტებაც ისეთივე მიმზიდველი პერსპექტივაა,  როგორც სიკეთე.

Gallery | This entry was posted in სერიალი, ტელევიზია, უკატეგორიო, უცხოეთი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ახალგაზრდა შერლოკის ვნებანი

  1. gglambert says:

    აბსოლუტურად ყველა ასპქეტში გეთანხმები ^_^
    “რა უნდა ესაქმებოდეს ტიპს, რომელსაც საუბარზე მეტად SMS–ების გზავნა ურჩევნია, მე–19 საუკუნეში?” აქ ძალიან გამეღიმა😀
    “ბევრი ჩვენგანი უკვე საკმაოდ დაიღალა კინოეკრანებზე გმირი–საყვარლების ყურებით, რომელთა ჰოლივუდური ღიმილი და სატრენაჟორო დარბაზში გამოყვანილი კუნთები იმდენად ბანალური სანახავია, რომ გინდება რაღაც ახალი, განსხვავებული, ბენედიქტის (ამ შემთხვევაში, შერლოკის) სახესავით ასიმეტრიული და ჯონივით მორიდებული.” სრულიად გეთანხმები… ყველგან ერთიდაიგივე, სიმპატიური მდიდარი ბიჭები/კაცები და ამ დროს შერლოკისნაირ პიროვნებას რომ აღმოაჩენ მიხვდები ვინაა ნამდვილად განსხვავებული და შესაყვარებელი პერსონაჟი…
    კიდევ ერთხელ გეთანმები რომ ამ სერიალის ერთ-ერთი ხიბლიც სწორედ ისაა რომ “ნადავლი, რომელზეც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ნადირობენ, არა ყინულის დედოფალი (როგორც შენც თქვი) არამედ სოციოპატი კაცია🙂
    მოკლედ ძალიან კარგი პოსტი იყო ♥

  2. katerina says:

    ძალიან კარგი პოსტია , მომწონს შერლოკი როგორც მე-19 საუკუნის გმირი და მომწონს შერლოკი როგორც 21-ე საუკუნის გმირი.. მართლაც რომ მოსაბეზრებელია ამ სასიყვარულო სცენების ყურება (არარომანტიკოსი ადამიანი ვარ) , დეტექტიური და კომედიური ფილმებიც , ამ ერთ სერიალში გაერთიანებულია ყველაფერი ეს , ერთი შხედვით ცალ-ცაკე არც დეტექტივია , არც კომედია და არც რომანტიკა , ეს უბრალოდ შერლოკ ჰოლმსია , ის შერლოკ ჰოლმსი რომელიც მე-4 კლასიდან მიყვარს , ის შერლოკი რომელზეც მტელი დღის განმავლობაში შემიზლია ლაპარაკი , ყველა ფილმი ნანახი და გარჩეული მაქვს მის შესახებ , ტუმცა ეს სერიალი და ჩვენი საუკუნის მიღწევების გამოყენება ძალიან საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მასს…..
    პ.ს. გამიგრძელდა … განსაკუთრებით ის სიტყვები მომეწონა თქვენ პოსტში , რომელსაც ვეთანხმები …„სიყვარული სუფთა და ცივი გონების საწინააღმდეგო ემოციაა!“

    • ბონი says:

      katerina- მეც შენსავით მთელი დღის განმავლობაში შემიძლია ვილაპარაკო შერლოკ ჰოლმსზე და არ მომბეზრდეს🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s