Author Archives: ialinda

ხელით წერის აუცილებლობის თაობაზე

   დისტანციური სწავლების პერიოდში ქართველ მოსწავლეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა კომპიუტერული უნარ-ჩვევების დაუფლებამ და საოფისე პროგრამების მომხმარებელთა რიცხვმაც ერთიათად იმატა. შესაბამისად, ტენდენციური გახდა საშინაო დავალებების  კომპიუტერულ ფურცლებზე, Word-ის ფაილებში  შესრულება.  ეს ერთგვარ მოდად იქცა ჩემს მოსწავლეებს შორისაც და, რომ გადახედოთ გამოგზავნილი … Continue reading

Posted in განათლება, პედაგოგიური საქმიანობა | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის “საიდუმლო ბაღი” წიგნის მიმოხილვა

This gallery contains 3 photos.

     საოცარია და გასაკვირი, მაგრამ არსებობს ჩვენში წიგნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა, მაგრამ ქართველ მკითხველთა შორის დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ასე რომ ვთქვათ, ბესტსელერთა სიაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ერთ-ერთ ასეთ „დაუფასებელ წიგნთა“ სიაში ადგილს ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „საიდუმლო … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რ.ჯ. პალაციო “საოცრება” წიგნის მიმოხილვა

This gallery contains 2 photos.

     მე მოგიყვებით ამბავს 10 წლის ბიჭზე, რომელმაც „სწორ’“ და „სტანდარტულ“ სამყაროს აჯობა, გაარღვია ბარიერები და  მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ყველასაგან გარიყული არაერთგზის გამხდარა ადამიანების დაცინვისა და გაკიცხვის საგანი, არ შეეპუა სიძნელეს და ბარიერის დაუძლეველი სიმაღლის მიუხედავად, იოლად … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

სტერეოტიპები საშინელებათა ფილმებში

This gallery contains 1 photo.

 ამასწინად, მე და ჩემს დას ერთობ საინტერესო სასაუბრო თქმა წამოგვეჭრა თანამედროვე საშინელებათა ფილმებზე, რეჟისორებისა და სცენარისტების სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ფანტაზიის უქონლობასა და ერთი და იმავე სიუჟეტის მომაბეზრებელ ტრიალზე, რაც ერთგვარად ხსნის იმ ფაქტს, რომ  ვერც ერთი ბოლოდროინდელი „ჰორორი“ ვეღარ აშფოთებს მაყურებლის … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , | 2 Comments

არა ქალ კლა! ანუ მასობრივი ფემიციდი საქართველოში

This gallery contains 1 photo.

    უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველო ქალთა მასობრივი მკვლოლბების სერიამ მოიცვა, ერთგვარმა ტენდენციამ თუ ტალღამ სუსტი სქესის მიმართ განხორცილებული ძალადობისა და დისკრიმინაციის. სოციალური ქსელები, ინტერნეტ პორტალები და ტელევიზია ყოველდღიურად ახალ-ახალი გარდაცვლილების სახელებსა და სახეებს აქვეყნებს. დგება სტატისტიკა და იწერება სტატიები, ამკაცრებენ … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ბულინგი– ძალადობა, რომელზეც თვალს ხუჭავენ

This gallery contains 3 photos.

   როდესაც საავტორო ბლოგისთვის თემებს ვარჩევ, ვცდილობ ვისაუბრო მაქსიმალურად მხიარულ და მსუბუქ თემებზე, რაც გაამხიარულებს მკითხველს და სულ ცოტა ხნით მიანც მოწყვეტს ყოფით პრობლემებს. მაგრამ ყოველთვის არ გამოდის თვალის დახუჭვა და გვერდის ავლა იმაზე, რაც ასეთი მტკივნეული და საშიშია, რაზეც … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , | 5 Comments

ახალგაზრდა შერლოკის ვნებანი

This gallery contains 3 photos.

    თუ სწორად მახსოვს, იმ საღამოს სულ სამად სამი ზარი განვახორციელე, რომელთაგან ორი ნაკლები მნიშვნელობისა იყო და სათვალავში ჩაგასაგდებიც არაა, ხოლო მესამე კი მეტად მნიშვნელოვანი და ბედის ირონიით,  საბედისწერო.  მოკლედ,  ჩემს ახლო მეგობართან და კურსელთან მოკითხვა–მილოცვის რიტუალის დასრულების შემდეგ, ამ … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , | 3 Comments

სპექტაკლ „ემილის თავგადასავლის“თაობაზე

This gallery contains 3 photos.

     უახლესი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელოვნების ისეთი სენსიტიური დარგისათვის, როგორიც თეატრია, ძალზე რთულია მოიზიდოს და რაც მთავარია, შეინარჩუნოს მაყურებელი, რომელიც გულწრფელად შეიყვარებს და არ მიივიწყებს მას. უფროსი თაობა, რომელიც ასე თუ ისე მოესწრო და საკუთარი თვალით იხილა ქართული თეატრის ოქროს … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , | 6 Comments

ზღაპრის ტრაგიკოსი ჰანს კრისტიან ანდერსენი (არასაბავშვო ზღაპარი)

This gallery contains 2 photos.

      „ერთ პატარა და ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, რომელთაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქმარმა საკუთარი ხელით გამოთალა საქორწინო სარეცელი, რომელზეც ძალიან მალე გაჩნდა პატარა, მყვირალა ბურთი– ეს ვიყავი მე, ჰანს კრისტიან ანდერსენი“.      რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სახელისა და … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კარიერისტი კონკიას მოდური ზღაპარი

This gallery contains 6 photos.

     ზღაპარი ბევრნაირი არსებობს: ფანტასტიკური, იგავ–არაკული სტილის, საყოფაცხოვრებო, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებულ, მოდურ ზღაპარს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც თანამედროვე კონკიაა.    ტყუილად ფიქრობთ, რომ ამ ზღაპარში მომხიბლვლელ პრინცებსა და ოქრო–ვერხლით სავსე სასახლეებზე გიამბობთ. სულაც არა, და მეტსაც გეტყვით, ჩვენს … Continue reading

გალერეა | Tagged , , , | დატოვე კომენტარი