რ.ჯ. პალაციო “საოცრება” წიგნის მიმოხილვა

tumblr_n557ghNCbm1rzgsy6o1_500

რ.ჯ. პალაციო   “საოცრება”

 

     მე მოგიყვებით ამბავს 10 წლის ბიჭზე, რომელმაც „სწორ’“ და „სტანდარტულ“ სამყაროს აჯობა, გაარღვია ბარიერები და  მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ყველასაგან გარიყული არაერთგზის გამხდარა ადამიანების დაცინვისა და გაკიცხვის საგანი, არ შეეპუა სიძნელეს და ბარიერის დაუძლეველი სიმაღლის მიუხედავად, იოლად გადაახტა  და ისე მოიტოვა უკან, როგორც არაფერი.

   უნდა გამოვტყდე, რომ ჯერაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ვცდილობ სწორად, და რაც მთავარია, სრულად გადმოვცე ის ემოცია, რაც რ.ჯ. პალაციოს „საოცრებამ“ დამიტოვა.  აგვუსტ პულმანი ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც სხვების მსგავსად თამაშობს X-Box-ს, არის „ვარსკვლავური ომების“ თავგადაკლული ფანი და ატარებს სახეზე ჩამოფარებულ გრძელ თმას. თუმცა, არსებობოს ერთი ფაქტორი, რომელიც ამ ჩვეულებრივ ბავშვს სხვებისათვის „არაჩვეულებრივად“ აქცევს, ეს არის განსხვავებული პროპორციები და შესახედაობა. მისი სახე დეფორმირებულია სხვადასხვა გაუგებარი გენეტიკური ფაქტორების გამო, რომელიც მილიონში 1 ადამიანში ვლინდება. სწორედ ამ მილიონში ერთი აღმოჩნდა ავგუსტი, რომლის გონებრივი განვითარების კოეფიციენტიც საშუალოზე მაღალია, თუმცა, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, იძულებულია განათლება შინ მიიღოს. მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, პატარა ავგუსტი 10 წლის ასაკში პირველად მიდის სკოლაში. რისკი ძალიან დიდია, როგორ მიიღებს მას საზოგადოება და გაუძლებს თუ არა ბიჭი უდიდეს წნეხს, რასაც საერთო ყურადღება, აბუჩად აგდება და აქამდე შეუცნობელისა და დაფარულის შიში იწვევს.

  a5b996a7c159e760141d38f776c77a33ვიცი, რომ ცოტა შეგაშინეთ, თავიდან მეც ძალიან მეშინოდა ავგის გამო, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რაკი ავგუსტის ცხოვრებაში გამოჩნდება რამდენიმე, მაგრამ ძალიან ერთგული და თავდადებული მეგობარი, რომლებიც საკუთარი იმიჯისა და ხშირად ჯანმრთელობის ფასადაც კი, მზად არიან არ გაწირონ „პატარა ძმა“ და მუშტი–კრივითაც კი დაიცვან იგი არაკეთილმოსურნე ადამიანებისაგან.  თუკი დააკვირდებით, მთელი თხრობის პერიოდში რ.ჯ. პალაციო გამალებით ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება ახალგაზრდა მკითხველზე,  რომელიც გაცილებით უფრო ემოციური და ხშირ შემთხვევაში, უფრო სასტიკიც კია, ვიდრე  ზრდასრული ადამიანი.  ცდილობს დაანახვოს სამყარო და მათივე თავი ავგის თვალით.   ოღონდ ნუ გეგონებათ, რომ ავტორი ერთი წუთით მაინც მოგცემთ უფლებას შეიცოდოთ ავგუსტი, არამც და არამც, ამ მამაც და საოცრად ჭკვიან ბიჭუნას სხვისი შესაცოდი არაფერი აქვს, მან იცის საკუთარი თავის დაცვა, აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ურთიერთობების იმგვარად წარმართვის ნიჭი, რომ  ერთგვარ მისაბაძ მაგალითადაც კი იქცევა თანაკლასელებისათვის.  მაგრამ თუკი მკითხავთ, რაშია რეალურად ავგუსტ პულმანის ნამდვილი ძალა და ქარიზმა, რომელიც აძლებინებს პატარა, გაოუცდელ ბიჭუნას სასტიკ სამყაროში, ეს არის მისი ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული ოჯახი: დედა, რომელიც ერთი წუთითაც კი არ კარგავს უკეთესის იმედს და თავდაუზოგავად ზრუნავს შვილებზე, მუდამ მხიარული და ოპტიმისტი მამა და უფროსი დაიკო, რომელმაც ავგუსტის დაბადების პირველივე წუთიდანვე უდრტვინველად აიღო თავის სუსტ მხრებზე უმცროსი ძმის მფარველი ანგელოზის როლი და ბოლომდე პირნათლად ასრულებს თავის მისიას.

    ავგუსტ პულმანის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ბავშვის თავგადასავალი, რომელიც ცოტა ხნით გაგართობთ და მოგწყვეტთ გარესამყაროს, ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, „როგორ გავხდეთ იმაზე მეტად კეთილი, ვიდრე საჭიროა“, როგორ დავსახოთ სწორი ცხოვრებისული „მაქსიმები“ და ვიცხოვროთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს საკუთარი თავისა და სიტყვების.         #აირჩიესიკეთე

პ.ს მშობლებო, აუცილებლად წააკითხეთ ეს წიგნი შვილებს და გპირდებით, რომ პატარა ავგის ცხოვრებისეული მაგალითები აუცილებლად შეცვლის და სწორად ჩამოაყალიბებს მათ წარმოდგენას სიკეთესა და ბოროტებაზე,  სილამაზესა და სიმახინჯეზე, ადამიანობასა და უბრალო არსებობაზე.

Gallery | This entry was posted in თარგმანები, საბავშვო, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to რ.ჯ. პალაციო “საოცრება” წიგნის მიმოხილვა

  1. Mariam Todua says:

    ძალიან მიყვარს ეს წიგნი! მართლაც, რომ საოცრებაა❤

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s