წიგნი მხოლოდ გოგონებისთვის

This gallery contains 3 photos.

მშობლის პოზიცია    როგორც მშობელს, ხშირად მიფიქრია იმაზე, უნდა შეურჩიოს თუ არა უფროსმა მცირეწლოვან  შვილს მისი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, თუ ნებაზე მიუშვას და აკითხოს ის, რაც პირველი ჩაუვარდება ხელში. დამეთანხმეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , | 36 Comments

ტიმ ბარტონი– ჰოლივუდელი კოშმაროლოგი

This gallery contains 3 photos.

   მოკლედ, არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც ჰოლივუდს ერთი გიჟი შემოეჩვია და  ამას არავინ აპროტესტებს.  საშიში არ არის, ადამიანებზე არ იწევს, არც პატარებს ერჩის, უბრალოდ,  სხვებზე ცოტა მეტად ფიქრობს მიწისქვეშეთსა და  ხრწნაში გადასულ მიცვალებულებზე. თმას არ ივარცხნის,  70–იანი წლების … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , , , , , , , , | 8 Comments

სტივენ კინგის ამოუხსნელი ფენომენი

This gallery contains 4 photos.

  არ ვიცი, იცნობთ თუ  არა სტივენ კინგს როგორც ავტორს, მაგრამ მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ერთი საშინელებათა ფილმი მაინც რომ არ გქონდეთ ნანახი წარმოუდგენელია.  სტივენ კინგი პირდაპირ ასოცირდება და სინონიმია სიტყვისა ჰორორი. მან თაობები შეაშინა და ამ ,,მავნე ჩვევას“ დღესაც … Continue reading

გალერეა | Tagged , , , , , , | 20 Comments

ბასილა vs Gingerbread man

This gallery contains 5 photos.

ახალი 2012 წელი დგება და ბევრი საკონდიტრო თუ კაფეტერია ემზადება ამ დღესასწაულის ევროპულად შესახვედრად. უკვე დაიწყეს მზადება ჯინჯერის სახლებისა და ჯინჯერის კაცუნების გამოსაცხობად, რასაც ქართველი  ხალხი აღფრთოვანებითა და სიხარულით  ხვდება, არადა, ბევრმა არ იცის, რომ ორცხობილისაგან ადამიანის ფიგურის ძერწვა საახალწლოდ … Continue reading

გალერეა | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

მომსახურების სფეროს ხარვეზები და მისი გავლენა ტურიზმზე საქართველოში

This gallery contains 3 photos.

ამასწინად  მეგობარი ჩამომივიდა ბარსელონიდან, სადაც საქმიანი და შემდეგ უკვე ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად არ ვარ იქ ნამყოფი, დავუწყე შთაბეჭდილებების გამოკითხვა და პირველი, რითიც დავინტერესდი, იყო შემდეგი საკითხი: როგორი ხალხია? როგორ ეპყრობიან ტურისტებს?  პასუხიც მოსალოდნელი იყო: ძალიან თბილი … Continue reading

გალერეა | Tagged , | 2 Comments

მყარი განათლება–ჯერი მინთზი

  რაც არ არის მყარი, ესაა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩაციკლულია ტესტირებასა და გამოცდებზე, რაც, სიმართლე რომ ითქვას, უკანასკნელ კვალს წარმოადგენს ძველი და ჩავარდნილი განათლების სისტემისა, რომლის ლოზუნგიც (პარადიგმა) ასეთი იყო: ,,ჩვენ ვართ მასწავლებლები. ჩვენ ხელშია … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

დემოკრატიული მართვის სტილი– ჯერი მინთზი

     დემოკრატიული სკოლის მართვა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური საკითხია. განათლების სფეროს მუშაკები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელოვანია ამ დარგში მოღვაწე ყველა ადამიანის ჩართვა მიმდინარე პროცესში და გარკვეული უფლებების მინიჭება. ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც, ათასობით საჯარო თუ კერძო სკოლაა, სადაც მხარს უჭერენ სტუდენტთა … Continue reading

გალერეა | დატოვე კომენტარი

სკოლის უნიფორმა, დადებითი და უარყოფითი – მელისა კელი

ყველა სკოლის მიზანი არის აღზარდოს მოსწავლე უსაფრთხო გარემოში, ამიტომაც იღებს გარკვეულ ზომებს, რომლებიც ამაში ეხმარება და უგულებელყოფს ისეთ უსარგებლო იდეებს, რომლებიც ხელს უშლის ჯანმრთელი და ყველასათვის მისაღები გარემოს შექმნაში. ამას დაამატეთ ,,სასკოლოს დანაშაულის” საფრთხე და მიხვდებით, თუ რატომ სურს მრავალ სკოლას უნიფორმის შემოღება.
უნიფორმის შემოღების საკითხი წარმოშობს უამრავ კითხვას:
• რა არის სკოლის უნიფორმა?
• რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს სკოლის უნიფორმამ?
• რა პრობლემები ჩნდება სკოლის უნიფორმის შემოღებისას?
• როგორ შთავაგონოთ მშობლები და მოსწავლეები რომ იყიდონ სკოლის უნიფორმა?
• რას იტყვის ამ საკითხზე უმაღლესი სასამართლო?
• არის თუ არა სკოლის უნიფორმა მართლაც ეფექტური?

რას განსაზღვრავს სკოლის უნიფორმა:

დავიწყოთ იმით, რომ სკოლის უნიფორმა მერყეობს ფორმალურიდან არაფორმალურამდე. ზოგიერთმა სკოლამ, რომელიც კათოლიკურ საწყისებზეა დაფუძნებული აირჩია გოგონებისათვის სვიტერი და თეთრი ბლუზა (კლასიკური ვარიანტი), ხოლო ბიჭებისათვის _ შარვალი და თეთრი მაისური. თუმცა, მრავლამა დაწესებულებამ, უპირატესობა მიანიჭა უფრო ყოველდღიურ ვარიანტს, როგორიცაა ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისათვის მისაღებ ჯინსებს, მოდური ნაჭრის ე.წ. ხაკის ტანისამოსს და სხვადასხვა ფერის ქსოვილის მაისურებს. ამგვარი ჩაცმულობა მეტად მისაღებია, რადგანეს ფორმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყოველდღიურ ცხოვრებაში სკოლის გარეთაც. მრავალმა სკოლამ, რომელმაც უკვე შემოიღო ამგვარი ფორმები, დააწესა ფინანასური შეღავათები ხელმოკლე ოჯახებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მაღალი საფასურის მქონე ფორმები.

უნიფორმის სარგებლობა

• განგსტერული ფერების (შავი) არდაშვება სკოლაში (იგულისხმება აშშ-ს სკოლების მაგალითი);
• ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქურდობის აღკვეთა სკოლაში;
• მოსწავლეებს შორის დისციპლინის განმტკიცება;
• ადმინისტრაციისათვის მოსწავლეთა ჩაცმულობის გაკონტროლების აუცილებლობის მოხსნა;
• მოსწავლეთა ზედმეტი გაღიზიანება სხვისი სამოსის გამო;
• სოციუმის, კოლექტიურობის გრძნობის განმტკიცება;
• სხვა სტუდენტების გამორჩევა აღნიშნული სკოლის სტუდენტებისაგან.

უნიფორმის პრობლემები

• სტუდენტები და მათი მშობლები აცხადებენ, რომ ფორმა ზღუდავს მათ პიროვნებას და არ აძლევს თვითგამოვლენის საშუალებას;
• მშობლები უკმაყოფილონი არიან ფორმის საფასურით;
• ოჯახები შიშობენ, რომ ეს ხელს შეუშლის რელიგიურ შეხედულებებს და რელიგიური სამოსის ტარებას (შესაძლოა აიკრძალის ნაციონალური ებრაული ქუდის ტარება და ა.შ).

მოსწავლეთა და მშობელთა მხარდაჭერა ფორმებზე

• გავხადოთ უნიფორმა ყოველდღიურად სახმარ სამოსად, როგორიცაა ჯინსი და მაისური;
• მიეცეთ სტუდენტებს პოლიტიკური შეხედულებების გამოვლენის საშუალება, რაც გამოიხატება სპეციალური სტიკერების ტარების უფლებით;
• ფინანსური შეღავათების გაკეთება მშობლებისათვის, რომლებიც ვერ შეწვდებიან უნიფორმის საფასურს;
• მოსწავლეთა რელიგიური შეხედულებების გათვალისწინება და არ დათრგუნვა;
• გახდეს პროგრამა ნებაყოფლობითი, თუკი საზოგადოების ზეწოლა ძალიან ძლერია;
• გავხადოთ უნიფორმა სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პროგრამის ნაწილად.

უმაღლესი საბჭოს კანონები

Tinker V. Des Moines independent community school  (1969)-ში, უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ სტუდენტის თავისუფლების განცდა არანაირად არ უნდა შეიზღუდოს მანამ, სანამ საქმე არ გვექნება სერიოზულ საშიშროებასთან დისციპლინის გაუარესების მხრივ. მოსამართლე ჰუგო ბლექი ამბობს, რომ თუკი დადგება დრო, რომ მოსწავლეები უარს იტყვიან ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ წესებზე შეიკავონ თავიანთი აზრები, მაშინ დაიწყება რევოლუციური ერა, როდესაც ყოველივე ამას თავად დაუშვებს სასამართლო.
სტუდენტები ჯერაც ,,დაცულები” არიან თინკერ-ის მიერ. თუმცა, სკოლებში დანაშაულის ზრდის გამო, უმაღლესი საბჭო უფრო ლოიალურად მიუდგა საკითხს და მრავალი გადაწყვეტილების მიღება ისევ სკოლის ადმინისტრაციას მიანდო. რაც შეეხება ფორმების საკითხს, ამაზე უმაღლეს საბჭოს ჯერ არ უმსჯელია.

უნიფორმების უპირატესობა

არსებობს უპირატესბის დამტკიცების ორი ტიპი. პირველი, ,,ნოტრ დამის” უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური გამოკვლევა და მეორე, სკოლის უნიფორმის მხარდამჭერთა არგუმენტები.

,,ნოტრ დამის” სოციოლოგიის დეპარტამენტის 1998 წლის გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა მე-10 კლასის მოსწავლეებში (მიდდლე სცჰოოლ), ცხადყო, რომ უნიფორმამ არ იქონია გავლენა მოსწავლეთა მოსაზრებებზე, მიღწევებზე, ქცევასა და გაკვეთილებზე დასწრებაზე.

ეს იყო გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, ახლა კი ნაკლებად მეცნიერულ აზრებზე დაყრდნობით, გავეცნოთ სკოლის ადმინისტრაცის უბრალო დაკვირვებებს, მოსწავლეთა ქცევაზე მას შემდეგ, რაც მათ სკოლაში შემოღებულ იქნა სკოლის უნიფორმა. ლონგ ბიჩის სკოლაში, ფორმის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ, დანაშაულმა 36%-ით იკლო. სიეტლში (ვაშინგტონი) იკლო დაგვიანებების რიცხვმა, ასევე არ ყოფილა ქურდობის შემთხვევა. ბალტიმორში (მერილენდი) საშუალო სკოლის წარმომადგენელმა რონდა ტომპსონმა განაცხადა, რომ მოსწავლეები მეტი ყურადღებით მოეკიდნენ დაკისრებულ სამუშაოს. რა თქმა უნდა, ვერავინ დაამტკიცებს პირდაპირ კავშირს სკოლის უნიფორმასა და დანაშაულის კლებასთან, შესაძლოა ეს მხოლოდ დამთხვევაც კი იყოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ რაღაც ნამადვილად შეიცვალა.

ყველა შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია მისცეს განათლბა მოსწავლეს დაცულ და ჯანსაღ გარემოში. ვალდებულია მთავარი ყურადღება გადაიტანოს სწორედაც რომ უსაფრთხოების საკითხზე, რადგან როგორც კოლუმბინის მაგალითი ცხადყოფს, მრავლად დაფიქსირდა ძარცვისა და მკვლელობის ფაქტები ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის გამო. ამიტომაცაა, რომ მრავალი სკოლა უკვე თავად მიილტვის უნიფორმის შემოღებისაკენ, რადგან სკოლის ფორმებმა შესაძლებელია დაუბრუნოს სკოლას ის მთავარი, რაც მას უნდა გააჩნდეს, წესიერება და დისციპლინა და მისცეს მასწავლებლებს საშუალება აკეთონ ის, რისთვისაც დაიქირავეს _ ასწავლონ!

Posted in თარგმანები | დატოვე კომენტარი

ესე ამბავი საჯარო ბიბლიოთეკის მარაზმებისა ანუ გვარგადაკეთებული პაზოლინი?

This gallery contains 1 photo.

არც ისე დიდი ხანია რაც ცოდნის ტაძარში მოღვაწეობა წარმატებით დავამთავრე, თუმცა, რიგი მიზეზების გამო არ მისარგებლია საჯარო ბიბლიოთეკის მომსახურებით, რომელსაც წარმატებით მიცვლიდა თსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სხვანი და სხვანი სასწავლებელთან ახლომდებარე ბიბლიოთეკები. ჩემს დას სადიპლომოს დაცვის პერიოდმა მოუწია და რომ … Continue reading

გალერეა | 4 Comments