ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის “საიდუმლო ბაღი” წიგნის მიმოხილვა

secret

     საოცარია და გასაკვირი, მაგრამ არსებობს ჩვენში წიგნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა და დააფასა, მაგრამ ქართველ მკითხველთა შორის დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ასე რომ ვთქვათ, ბესტსელერთა სიაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ერთ-ერთ ასეთ „დაუფასებელ წიგნთა“ სიაში ადგილს ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „საიდუმლო ბაღი“ იკავებს.

პატარა მერი ლენოქსის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც ნაადრევად დაობლებული ბავშვი მისთვის აქამდე უცნობი და იდუმალებით მოცული ბიძის, მისტერ კრეივენის, არანაკლებ უცნაურ და საიდუმლოების ბურუსში გახვეულ სასახლეში ხვდება, რომლის ყველა მცხოვრებიც რაღაც გაუთქმელ ამბავს დარაჯობს. მერი ჯიუტი და თავნება გოგონაა, სიტყვა „არა“ მისთვის უცნობი ფენომენია. ინტერესის სფეროც საკმაოდ მწირი და შეზღუდული აქვს. დამეთანხმებით, ათი წლის ბავშვის კვალობაზე, ერთობ პირქუში და მოსაწყენი ვინმეა. შეიძლება ითქვას, რომ პატარა მერის აქამდე არც უცხოვრია და ფრაზა „ნაადრევად დაობლებულიც“ უფრო ქაღალდზე დაწერილი ფორმალობაა, თორემ საღ-სალამათი მშობლების გვერდით მცხოვრები ბავშვი ისედაც ობლად და უსიყვარულოდ იზრდებოდა, თავისთავად და უყურადღებოდ, თითქოს არც არსებობდა. ან კი რა ცხოვრება უნდა ჰქონოდა ბავშვს, რომელმაც ათ წლამდე საკუთარი ხელით ჩაცმაც კი არ იცოდა და მის ნაცვლად ამ „რთულ“ და „სათაკილო“ საქმეს მსახურები ასრულებდნენ?! ასეთი უფერული ცხოვრების შემდეგ, ხომ წარმოგიდგნიათ, რა ქარიშხალივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში იორკშირის ტრამალებში გადაკარგული სასახლე და მისი საიდუმლოებით მოცული, ცხრაკლიტულით დაკეტილი საიდუმლო ბაღი. სწორედ ამ ბაღის საგულდაგულოდ გადამალული გასაღების აღმოჩენის შემდეგ იწყება მერის ბრჭყვიალა მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში და მისი პერსონაჟის საოცარი ტრანსფორმაცია – უხეში და გულცივი ბავშვიდან, მგრძნობიარე, გულჩვილ გოგონამდე. ამ სასწაულმოქმედ სამოთხეში მერი და მისი ახლადშეძენილი მეგობრები საკუთარ “მეს” პოულობენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ცდუნება ძალიან დიდია, წიგნის ყველა საიდუმლოსა და დეტალს არ გავუმხელ ლიტერატურის გურმანებს, თუმცა გეტყვით, რომ ნაწარმოები საოცრად დინამიკურია, წამითაც არ ტოვებს ერთფეროვნების განცდას და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

სიტყვამ მოიტანა და, უნდა აღვნიშნო, რომ წიგნის პირველივე ფურცლებიდან დაკვირვებული მკითხველი უთუოდ შეატყობს, თუ როგორ ჰგვანან სასახლის მეპატრონე მისტერ კრეივენი და მისი მსახურები შარლოტა ბრონტეს ყველასათვის საყვარელ რომან „ჯეინ ეარში“ აღწერილ პირქუშ მისტერ როჩესტერსა და მის გარემოცვას. სიმართლე რომ ითქვას, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის ნაწარმოებსაც ერთგვარ ლეიტმოტივად გასდევს „ჯეინ ეარისთვის“ დამახასიათებელი რომანტიკა.

saidumlo_bagi_1_0

გალერეა | This entry was posted in საბავშვო, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s