ჩემი შემოქმედება, რომელსაც მკითხველი სჭირდება

    160221_imaginedaddys_sandwich_web  მოგესალმებით, ჩემი ბლოგის მკითხველებს!  ბევრი შესავლისა და ლირიული გადახვევების გარეშე, მსურს პირდაპირ გადავიდე საქმესა და ჩემს სათქმელზე.  მას შემდეგ, რაც 3 წლიანი მუხლჩაუხრელი წერა/მუშაობის შემდეგ დავტოვე “პალიტრა მედია”, კერძოდ კი, ჟურნალი “და ქალი”, ავიღე მცირეხნიანი და შემდგომში უკვე საბოლოო ტაიმ–აუტი, რაკი შევატყვე, რომ შემოქმედებითი ენერგია საკმაოდ შემოვხარჯე. გარდა ამისა, დავაკვირდი იმ ფაქტსაც, რომ ჟურნალში მუშაობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სარედაქციო შეზღუდვა არადროს მქონია, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს დამსაქმებლებს, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც, ვცდილობდი მოვრგებოდი ჟურნალის სპეციფიკასა და  რეიტინგზე ორიენტირებულ თემებს, რის გამოც,  ჩემმა ნაწერებმა დაკარგა ინდივიდუალობა და ჩემი ხასიათი. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ რუტინულმა სამუშაომ, რომელმაც ერთგვარად გამომფიტა, დამანახვა სწორედ ის გზა, რომლითაც საბოლოოდ მინდოდა და უნდა მევლო, მოკლედ, ვიპოვე  ჩემი ჟანრი, რომელსაც საბოლოოდ მინდა გავყვე, ეს არის საბავშვო პროზა.  ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ჩემი ნამუშევრები ამ ბლოგზეც არაერთგზის დამიპოსტავს, თუმცა, მალევე წამიშლია მიზეზთა და მიზეზთა გამო, მაგრამ საქმე ამაში არაა. საქმე იმაშია, რომ გადავწყვიტე სერიოზულად მოვეკიდო და მივუდგე ჩემს შემოქმედებით აქტივობას, რის გამოც, ფეისბუქზე შევქმენი სპეციალური გვერდი , სადაც განვათავსებ როგორც გამოქვეყნებულ, ისე აქამდე გამოუქვეყნებელ  ზღაპრებსა და მოთხრობებს.  გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში, ვგულისხმობ  საბავშვო მოთხრობების კრებულს “ბარამბინოს თავგადასავალი”, რომელიც დაწყებული პირველი პწკარედიდან, დამთავრებული სათაურითა და ანოტაციით, არის თავიდან ბოლომდე ჩემი შვილობილი, რომელმაც დიდი მოწონება და უამრავი გამოხმაურება დაიმსახურა, არ ვთვლი თავს დამწყებად და გამოუცდელად ამ სფეროში. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ  მკითხველი ჯერ კარგად არ მიცნობს და არ იცის ჩემი შესაძლებლობები. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს შემოქმედებას ესაჭიროება დაკვირვებული, კრიტიკული და დაინტერესებული მკითხველი, რომელიც შემაფასებს და სურვილის შემთხვევაში, დააფასებს იმ საქმეს, რასაც შევეჭიდე.  ამიტომაც გთხოვთ,  დამითმოთ ცოტაოდენი დრო და გაეცნოთ ჩემს პატარა პერსონაჟებს. ყველას გელოდებით ჩემს პირად გვერდზე!  ჩემი მისამართია https://www.facebook.com/iaberiashviliauthor/   გელოდებით!

Gallery | This entry was posted in საბავშვო, უკატეგორიო and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ჩემი შემოქმედება, რომელსაც მკითხველი სჭირდება

  1. Lord Vader says:

    მე ლიტჯის თუ რა საიტი იყო ახლა აღარც მახსოვს, სადაც საკითარ პროზაპოეზიას ტვირთავდნენ ავტორები, პერიოდი მაქვს გამოვლილი🙂 და წაშლის პერიოდიც.

    წარმატებები შენ!

    • დიდი მადლობა, ლორდ! განსაკუთრებით კი იმისთვის, რაც ჩვენში დარჩა და არ ქვეყნდება :)) ლიტ.ჯის გამოქვეყნება–წაშლა მეც გამოვიარე ერთ დროს, თუმცა ახლა უფრო შემართებით ვარ განწყობილი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, უკვე იმდენი ურთიერთგამომრიცხავი აზრი მაქვს მოსმენილი, თუ ჩემსას ბოლოდმე არ გავყევი, სხვისი სიტყვები კარგამდე არ მიმიყვანს, ასე რომ, მადლობა თქვენ!

      • Lord Vader says:

        მე უფრო თვითცენზურის მსხვერპლი გავხდი🙂 სხვამხრივ საკმაოდ სქელკანიანი ვარ. აი, ის ანეკდოტი თუ იცი, მაგ პონტში დამემართა:
        ჯერ ვამბობდი “მე”, შემდეგ”მე და იოკესკო”, მერე “იონესკო და მე” და ბოლოს ჩემი ფეიჯი დავხურე და მარტო იონესკო დარჩა :))

        • ეგ ანეგდოტი არ ვიცი, თუმცა მორალს ჩავწვდი :)) ამ საქმეს მეც ბევრჯერ შევეშვი, მაგრამ არ მიშვებს და რა ვუყო ?! :))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s