“ცეკვავენ ვარსკვლავები”

   ამ ბოლო დროს, ქართული ტელეარხები ისეთი მონდომებით ცდილობენ მაყურებლის ახალ–ახალი ტელეშოუებით განებივრებას, რომ ეს ყველაფერი უკვე პატარა ომს დაემსგავსა, სადაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რეიტინგებს უფრიალებენ და ნიშნისმოგებით ისაკუთრებენ კვირის ამა თუ იმ დღეს. საუბარი კი იმაზეა, ვინ რომელი რეიტინგული პროექტით გადაქაჩავს მაყურებელს თავისკენ. რაც, მინდა გითხრათ, სასარგებლოა მათთვის, რადგან კონკურენტული გარემო მეტად დახვეწს პროდუქციას და სასიამოვნოა ჩვენთვის, როგორც მთავარი სამიზნისათვის, რომლისთვისაც მიმდინარეობს ბრძოლა.

   მოკლედ, “იმედის” არხზე სტარტი ახალმა ტელეშოუმ –,,ცეკვავენ ვარსკვლავები“ აიღო, რომელიც უკვე 40–მდე ქვეყანაში გადის და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. რაღა თქმა უნდა, მათ რიცხვს საქართველოც არ ჩამორჩა და საერთო ორომტრიალში ჩაერთო. რაც ჩვენი შოუბიზნესის წარმომადგენლების  უძრავი ცხვორების წესისა და ქორეოგრაფიის სრული უარყოფის გათვალისწინებით, არა მარტო საჭირო, აუცილებელიც კი იყო ქართული რეალობისათვის. რადგან 21–ე საუკუნის კაშკაშა ეფექტების, დრაივის,  3D–სა და სიგიჟის ეპოქა საკუთარ პირობებს კარნახობს გართობის სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს და განვითარებას სთხოვს. თანამედროვე შოუ ცეკვისა და სიმღერის სინთეზს საჭიროებს, რაც ასე აკლია ჩვენს სცენას.  თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ახალი ტელეპროექტი  ერთგვარ გეზს მისცემს ქართველი პოპ–შემსრულებლების ფანტაზიას და  ქორეოგრაფიით მეტად დაკავებისკენ უბიძგებს.

    მთავარ თემას დავუბრუნდეთ და განვიხილოთ შოუს სანახაობრივი მხარე. სასცენო კოსტიუმები და მთელი დეკორაცია მართლაც ძალიან ლამაზი და თვალისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელია, რასაც ვერ ვიტყვით ცალკეული ნომრების ქორეოგრაფიაზე. როგორც ეტყობა, მიბაძვას და კალკირებასაც ნიჭი სდომებია და აქ უკვე საგრძნობლად მოვიკოჭლეთ. თიკო სადუნიშვილისა და გიგი გაჩეჩილაძის  დაუხვეწავმა ნომერმა არა მარტო მაყურებელი, არამედ, ჟიურიც კი დააბნია.

   რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას: მე მომეჩვენა თუ მუსიკა, რიტმი და ცეკვა ერთმანეთს არ შეესაბამება? შეიძლება მეჩვნება კიდეც, არ ვიცი, მაგრამ ნუკი კოშკელიშვილისა და ოთო ფოლადაშვილის პერფორმანსმა აშკარად ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. ნუ დამძრახავთ და ეს live შესრულება დიდად არ მხიბლავს, ამას მართლა მირჩევნია ერთი კარგი ფონოგრამა. რა ვქნა ეხლა მე, ჩვეულებრივმა მაყურებელმა, ცალკე აცეკვებული ვარსკვლავის ტანჯვაზე ვინერვიულო თუ მომღერლის წვალება განვიცადო? არადა, ზოგი მართლა რომ წვალობს ამ ინგლისურენოვანი სიმღერების ქართული აქცენტით შესრულებისას და  ამით ნომერსაც ვნებს და საკუთარ თავსაც?

     ჟიური კიდევ ცალკე თემაა: მართლა არ ვაპირებ ყველა მათგანის ცალ–ცალკე განხილვას და პროექტში მათი ყოფნა–არყოფნის გამართლებას ან პირიქით, მაგრამ  ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი პროტეჟე როსტოს კონკურსანტ–ჟიურის როლებში ხილვამ, რბილად რომ ვთქვა, გამაოცა! როგორც იტყვიან, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.

      გულწრფელად გამახარა ჟიურის ხუთეულში გოჩა ჩერტკოევის გამოჩენამ. რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს ,,მთავარ ჯგუფს“ მოწყვეტილი ადამიანი (მთავარ ჯგუფზე დაბლა ვისაუბრებ) მაინც გამოიჩენდა მიუკერძოებლობას და ყველაფერს ისე  იტყოდა, როგორც რეალურად არის და დამეთანხმეთ, რომ პირველივე ნომრის შეფასებისას ეს იმედი აშკარად გაამართლა პროფესიონალური შეფასებითა და ცეკვის ტექნიკურ დეტალებზე საუბრით (ამ შეფასებამ იმდენად გააბრაზა აჩიკო მეფარიძე, რომ პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა. ძირითადად ასე ვრეაგირებთ ხოლმე კრიტიკაზე!), მაგრამ მერე და მერე, როგორც შევატყვე, ყოვლისწამლეკავმა ქართულმა  პირფერობამ აქაც იმარჯვა და ისიც, ისევე როგორც სხვები, მოერიდა მონაწილეთა გაკრიტიკებას და სიმართლის თქმას. არადა, როგორი იმედი მქონდა, რომ ამ კაცისგან მაინც მოვისმენდით კონსტრუქციულ, პროფესიონალურ  კრიტიკას და ობიექტურ შეფასებას, რომელიც ასე გვაკლია, ჩვეული – ძალიან მომეწონასა და მეტი შეგიძლიას ფონზე.

    მაღლა მთავარი ჯგუფი ვახსენე და დეტალურად მინდა განვიხილო ეს საკითხი. მომკალით და არ მჯერა ჩვენი ჟიურის ობიექტურობის. შოუ ერთი სამეგობრო წრითაა დაკომპლექტებული( ლევან უჩანეიშვილი როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში?), რომლის წევრებმაც, ნაკლებად მჯერა,  ერთმანეთი  ზედმეტი ობიექტურობისთვის გაიმეტონ. მარტივად რომ ვთქვათ, ,,კატა კატის ტყავს არ დახევს“ (არ შემეშალა, ვითომ კორექტული ვიყავი). სწორედ ამიტომ გამიხარდა ჟიურიში ახალი სახის გამოჩენა, რომელზეც ჯერაც ვამყარებ დიდ იმედებს და ობიექტურობას ველი.  ხო მართლა, ობიექტურობას და არა უტაქტობას, ჟიურის მხრიდან ასაკზე მითითებით. ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: ,,ყოჩაღ, რომ გაბედე!“, ,,არ შეგრცხვა და გაბედე!“, ,,ამ ასაკში ამხელა რისკზე წახვედი?!“ –უტაქტობაა და სხვა არაფერი. როდესაც პროექტს არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა, როდესაც მონაწილე  შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მზადაა დრო და ენერგია ხარჯოს პროექტისთვის,  იქ არც ასაკს უნდა გაესვას ხაზი და არც  უპირატესობა მიენიჭოს ახალგაზრდა კონკურსანტებთან შედარებით. არადა, ასეც ხდება, როდესაც მთელი შოუ, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, საყოველთაოდ აღიარებული ერთი „ვარსკვლავის“  ბენეფისად იქცევა  და დანარჩენებს შრომა წყალში ეყრებათ.

    თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გველის!

 ნაწილი II

About these ads
Gallery | This entry was posted in ტელევიზია and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to “ცეკვავენ ვარსკვლავები”

  1. ჟორჯოლიანის ვარცხნილობამ ყველაფერი დამავიწყა :)

  2. Kejeradze says:

    მეც ნანუკას ვარცხნილობამ “დამაბრმავა” :) აბა გოჩას შეფასებებიდან მაინც ვერაფერს ვიგებ :D

  3. სოფო says:

    გეთანხმები ლაივ შესრულებაზე, საშინელებაა, ნამდვილად ფონოგრამა სჯობია, ხანდახან ისე მღერიან, ცეკვას ვეღარ ვაქცევ ყურადღებას :)

  4. luka says:

    ჩემი ახრით ეს პროექტი არის ძალიან კარგი და ამ პროექტიდან მომეწოპნს სამორი და ლიკა ძალიან მაგრები არიან

  5. Nia Suladze says:

    es proekti aris uuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuummmmagresi me dzaan momwons lika da samori magra cekvaven

  6. ეს პროექტი ძალიან მაგარია ძაან გული დამწყდა ნუკი და ოთო რომ გააგდეს და ახლა სამორს ვბალეშიკობ

  7. lali shavgulidze says:

    სამორი და ლიკა თქვენ ყველაზე მაგრები ხართ თქვენი ყველა ცეკვა ძლიერი და ულამაზესია თქვენ უნდა გაიმარჯვოთ/ ეს პროექტი დღეს ყველაზე პოპულარულია და სამორი და ლიკა დღეს ყველაზე პოპულარულები არიან საქართველოსი

  8. lali shavgulidze says:

    მომწონს ჟიურის შეფასებები.მხოლოდ უჩანეიშვილს ზედმეტი მოსდიოდა ლელას მიმართ. სალომე კი ნამდვილი ქარიშხალია

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s