კორპორაცია ,,ნუ მოსწევთ“

31 მაისს აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე,

შეხვდი ამ დღეს როგორც არამწეველი


  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა საქართველოში  2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინა, რომ  საქართველოში 1 700 000 ადამიანი მოიხმარს თამბაქოს, აქედან, 500 000 ქალია. წარმოიდგინეთ, რამდენით იქნება გაზრდილი ეს რიცხვი დღეს.  მწეველი მამაკაცების 62% და ქალების 59% აღიარებს, რომ სურს მოწევისთვის თავის დანებება, მამაკაცებიდან  53%–ს ჰქონდა ამის უშედეგო მცდელობა, ხოლო ქალებიდან – 57%–ს.

                                                                       * * *

     მაინც რა გიშლის ხელს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობო სიგარეტს – ჩვევა? უნებისყოფობა? ფიქრობ რომ უკვე ყველაფერი სცადე და ამისგან თავის დაღწევა შეუძლებელია? და საკმარისია  პატარა მიზეზიც კი, რომ ისევ მიუბრუნდე?  გსმენიათ რამე კორპორაციაზე სახელწოდებით ,,ნუ მოსწევთ“?  არა?  მაშ ეხლა გაიგებთ. ერთ ამბავს მოგიყვებით ცნობილ  მწერალზე, რომლის გადარჩენაც უკვე ვერავის წარმოედგინა. მისმა ნარკო, ალკოჰოლ და სიგარეტზე დამოკიდებულებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ეს იყო უკიდურესი შემთხვევა უკიდურესთა შორის, რომლის განკურნების მცირედი შანსიც კი აღარ არსებობდა, ამ პაციენტის მკურნალობაზე ექიმებმა უარი თქვეს, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად, მას ნერვული ფსიქოზიც სტანჯავდა. პაციენტი უიმედო იყო. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, მოხდა საოცრება და ავადმყოფის ქცევა რადიკალურად შეიცვალა, ეს მოხდა უეცრად და ყოველგვარი წინასწარი მზადების გარეშე. საკუთარ თავთან ჭიდილში მან  სიცოცხლე და ოჯახი არჩია. დარჩა მხოლოდ თამბაქოს დაუძლეველი სურვილი.  3–4 კოლოფი სიგარეტი  თვალის დახამხამებაში ქრებოდა. ძალიან მალე, მან ესეც აკრძალა. რა მოხდა არავინ იცის, ეს იყო საოცარი განკურნების  უიშვიათესი შემთხვევა. გამოხდა ხანი, სრულიად გამოჯანმრთელებული მწერლის შემოქმედებას შეემატა  პატარა მოთხრობა, რომელმაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, ბევრი უცნობი დეტალი სააშკარაოზე გამოიტანა. თუმცა, დანამდვილებით მაინც ვერავინ გეტყვით, სინამდვილეში რა მოხდა.  ამ მწერლის სახელია სტივენ კინგი, ხოლო  იმ პატარა მოთხრობის –,,კორპორაცია ,,ნუ მოსწევთ“. სტივენ კინგი დღემდე ყველა საშუალებით ებრძვის თამბაქოს მოხმარებას როგორც საკუთარი შემოქმედებით, ისე ქველმოქმედებით.

      დიკ მორისონი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავგადაკლული მწეველი წარუმატებელი კარიერითა და ოჯახური პრობლემებით, როდესაც  ერთი უცაბედი შეხვედრის შედეგად ხელში ჩავარდნილმა სავიზიტო ბარათმა მთელი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვლა.  დიკი იმ საიდუმლო კორპორაციას ჩაუვარდა კლანჭებში, რომელიც ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ მოუწოდებდა და მიზნებს ძალისმიერი მეთოდებით აღწევდა.

   ამონარიდები მოთხრობიდან: ,,შეეცადეთ საქმის დედაარსს ჩასწვდეთ! როცა ადამიანს ციხეში სვამენ, მას ართმევენ სექსს, სპირტიან სასმელებს, პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალებას, მოგზაურობას… და არავითარი ამბოხება. მაგრამ როცა თქვენ პატიმრებს სიგარეტს ართმევთ – ბა–ბახ! ‘’ –ამბოხი.  ,,ჩვენ პრაქტიკული ხალხი ვართ, ამიტომაც თავიდანვე უნდა გაგვეგო, რამდენად ძნელია მოწევის ვნებისაგან განკურნება. 85% თავის დანებების შემდეგ ისევ იწყებს მოწევას. ნარკომანებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს ჰეროინის გამოყენებაზე, ეს მონაცემები უფრო დაბალია. პრობლემა ძალიან რთულია, ძალიან“.

     მორისონმა დაუფიქრებლად მოაწერა საკუთარი ,,განაჩენის“ კონტრაქტს ხელი და ეჭვადაც კი არ ჰქონდა, რომ ნებისმიერი მცდარი ნაბიჯი ძალზე ძვირად დაუჯდებოდა მისი ოჯახის წევრებს.  კორპორაციამ კარგად უწყოდა, რომ თუკი ადამიანის მავნე ჩვევას ებრძვი, მძევლად ყველაზე ძვირფასი, ოჯახი უნდა დაიტოვო. ერთი ღერი სიგარეტიც კი მისი მეუღლის წამებას უდრიდა, შემდეგი შეცდომა უკვე შვილს აზარალებდა. უნდა გადაეწყვიტა: ან სიგარეტით მიღებული წუთიერი სიამოვნება ან ნებისყოფის მოკრება და საკუთარი ოჯახის დაცვა, დიკმა უკანასკნელი არჩია.  შედეგმაც არ დააყოვნა: მავნე ჩვევა დაძლეულ იქნა, ხოლო მორისონი სულ სხვა ადამიანად იქცა, უფრო სწორედ, აიძულეს ქცეულიყო.  საკუთარ თავზე გამარჯვებამ მას ფიზიკური  სიჯანსაღე, დალაგებული ოჯახური ურთიერთობები და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ  კარიერული წინსვლაც კი მოუტანა.

   არავინ იცის, არსებობს თუ არა სინამდვილეში ამგვარი საიდუმლო ორგანიზაცია  და მათი დამსახურებაა თუ არა მწერლის რადიკალური ცვლილება, მაგრამ ერთი კი ცხადია, სტივენ კინგმა თავის მოთხრობაში სათქმელის მხოლოდ ნახევარი თქვა და საკუთარი ცხოვრების საიდუმლოს ბოლომდე მაინც არ ახადა ფარდა.

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to კორპორაცია ,,ნუ მოსწევთ“

  1. მომწონს ეს მოთხრობა. პრინციპში, ისევე, როგორც სხვა კინგიც.

    სიგარეტს თავს არ ვანებებ ერთი მიზეზის გამო – მოწევაც მომწონს.

  2. Kejeradze says:

    კიდევ კარგი, არ ვეწეოდი, თორემ წაკითხვის შემდეგ კინგი ყოველგვარ სიამოვნებას მომისპობდა🙂

  3. pawko says:

    კარგი პოსტია. ეგ მოთხრობა ძაან მაგარია :))) korporacia dzalian kargia icodnen rom sigaretis gamo ojaxs ar gaiwiravda da vapshe stivena magari kacia😀

  4. სანდრო says:

    საინტერესოა, ესეიგი მოწევა არ უნდა დავიწყო🙂

  5. სულ მიკვირს რატომ არ ვეწევი სიგარეტს🙂
    კარგი პოსტი იყო, ოღონდ მარტო კარგი კი არა, რაღაცნაირად კარგი და მოვიფიქრებ როგორი კარგი და გეტყვი🙂

    • დიდი დიდი მადლობა! მოიფიქრე და აუცილებლად მითხარი🙂
      ისე, მოწევის სურვილი გააქვს?

      • მგონი მოწევა კი არ მინდა, არამედ იმ კადრების ტყვეობაში ვარ ფილმებში რომ მინახავს🙂 ნახავდი სადმე, ძალიან მძიმე კადრები რომ არის ხოლმე, ფანჯარასთან რომ დგას მაგალითად ვინმე, ყავის ფინჯანი და სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე რომ უდგას მაგიდაზე და ლეპტოპი, სადაც რაიმე მნიშვნელოვანს წერს🙂 ჰოდა მეც მინდა ხოლმე ეგრე რა, პლიუს კარგი მუსიკა და🙂
        რა ტუტუცი ვარ🙂

  6. საინტერესო მიდგომაა, მაგრამ ძალიან სარისკო :)))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s