მყარი განათლება–ჯერი მინთზი

  რაც არ არის მყარი, ესაა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩაციკლულია ტესტირებასა და გამოცდებზე, რაც, სიმართლე რომ ითქვას, უკანასკნელ კვალს წარმოადგენს ძველი და ჩავარდნილი განათლების სისტემისა, რომლის ლოზუნგიც (პარადიგმა) ასეთი იყო: ,,ჩვენ ვართ მასწავლებლები. ჩვენ ხელშია მთელი ის ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ პროდუქტიული ცხოვრებისათვის. უბრალოდ, გვისმინეთ ჩვენ, ისწავლეთ ის, რაც გვინდა ჩვენ, რომ თქვენ იცოდეთ და წარმატებით მოერგებით ცხოვრებას”.
თუ ოდესღაც ეს პარადიგმა იყო უნივერსალური, დღეს ის აღარ მუშაოებს. ადამიანმა თავად იცის რა სჭირდება (ბავშვებიც ადამიანები არიან), ყველაფერი ეს შინაგანიდან მოდის. ყველამ თავად იცის თუ როგორ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, ყველა თავად განსაზღვრავს საკუთარი სწავლა-აღზრდისათვის საჭირო და ოპტიმალურ სასწავლო გეგმას. ადამიანი არასდროს მიიღებს და გაითავისებს იმას, რაც მას არ ესმის და მასთან ახლოს არაა. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: როდესაც ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს რას ფიქრობდა და რა მოსაზრებები ჰქონდა ბგერის სიხშირის თაობაზე, მან ასეთი რამ უპასუხა: ,,მე არ ვნერვიულობ იმის დამახსოვრებაზე, რაც იოლად არ იძებნება და არ იკვლევა”.
30-იანი წლების შემდგომ, პროგრესულ სკოლებში ჩატარებული 8 წლიანი სწავლების შედეგად, მივიღეთ საკმაოდ დამაფიქრებელი რეზულტატი. პროგრესული და მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული სკოლები! იგივე შედეგები მივიღეთ უმაღლეს სკოლაში, კოლეჯში და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ჯერ კიდევ 1940 წელს, არ არსებობდა არც ერთი მოსწავლეთა გაერთიანება თუ კავშირი, ხოლო მასწავლებელთა აზრი გადამწყვეტი და შეუცვლელი იყო და არასდროს არავის მოსვლია აზრად მას შეწინააღმდეგებოდა. და აი, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რასაც მოჰყვა პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებელთა გაერთიანებების შექმნა, წამოვიდა ახალი აზრები და იდეები. სხვათა შორის, ხალხი ამგვარი განათლებისაგან მხოლოდ დრამატულ შედეგს ელოდა.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა სახის ძალდატანებას ჰქონდა ადგილი ავტორიტარულ საჯარო სკოლებში და ეს იმ საზოგადოებასა და იმ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის სამშობლოდ თვლის თავს. დაწვრილებით, ამის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჯონ გატოს წიგნში ,,ფარული ისტორია ამერიკული განათლების შესახებ” (John Gatto-Underground History of American Education).
თუმცა, საგანმანათლებლო რევოლუცია ახლოვდებოდა. პირველმა, ამ მომაკვდავ და არაეფექტურ სისტემაზე ხმა აიმაღლა ბიუროკრატთა მაშინდელმა ფრთამ. მათ კარგად იცოდნენ, რომ რაღაც ვერ მიდიოდა კარგად, მაგრამ დიდად მაინც ვერ სცდებოდნენ არსებულ ჩარჩოებს და ერთადერთი, რასაც ამბობდნენ და მოითხოვდნენ, იყო მეტი სასწავლო საათი, მეტი საშინაო დავალება და გამოცდებისათვის ინტენსიური მზადება. ეს ხალხი, იყო კატეგორიული წინააღმდეგი სახელმწიფოს მიერ დაკანონებული განათლების ,,სტანდარტიზაციისა” და მასიური გამოცდა-ტესტირებისა.
საგანმანათლებლო რევოლუცია წამოვიდა ხალხისაგან, რომლებმაც შექმნეს ალტერნატიული სკოლები და პროგრამები, საშინაო სწავლების სისტემა და სხვა. აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე 2 მლნ. ადამიანი იღებს საოჯახო განათლებას. პირველი ამგვარი სკოლა, გაიხსნა 1991 წელს, დღეს კი _ 2 500-ია. ჩვენს ბაზაში დაფიქსირებულია 7 500 ალტერნატიული სკოლა, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებულ სკოლათა კატეგორიაში ერთიანდება, თუმცა ათასობით მათგანი ჯერ კიდევ აღურიცხავია. ამგვარი სკოლების უმრავლესობა დავაფიქსირეთ ჩვენს წიგნში ,,საგანმანათლებლო არჩევანის ალმანახი”. ომი შორს აღარ იყო. გამოცდების მოყვარულები მალევე დამარცხდნენ. ყველაფერი ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც წამოვიდა მოძრაობა _ ,,უკან დასაწყისისაკენ”. ერთადერთი დამაბრკოლებელი, იყო დროის ფაქტორი.
საგანმანათლებლო რევოლუცია დაიწყო წიგნ ,,სამერჰილის” გამოცემის შემდეგ (summerhill_პედოცენტრული სკოლა, მდებარეობს სუფოლკის საგრაფოში. ეს არის პრივილეგირებული კერძო სკოლა, რომლის სწავლების მეთოდიცაა პედოცენტრიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა 19 ს. ბოლოს და 20 ს. დასაწყისში). მისი ავტორია A.S. Neill. წიგნი შეეხებოდა ,,სამერჰილის სკოლას”, რომელიც 1921 წელს დაარსდა. წიგნი დაიბეჭდა 1961 წელს აშშ-ში და საფუძვლად დაედო მოძრაობას თავისუფალი სკოლისათვის, რომელმაც სათავე დაუდო ათასობით დემოკრატიულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სკოლას. რევოლუცია 18 თვეში დასრულდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სკოლა გადაურჩა მის გავლენას და იმავე გზით განაგრძო მსვლელობა. მაგ:. სადბერის სკოლა ფრამინგჰემში (Sudbury Valley School-მასაჩუსეტსის შტატი), ის დღესაც ემყარება CBS-ს 60 წუთს.
დღესდღეობით, მეტად ჭარბობს და უფრო პოპულარულია ალტერნატიული სკოლები, რომლებსაც ეძახიან ,,არჩევანს” (choice) და ღიაა ყველა მოსწავლისათვის, ვისაც მასზე ორიენტირებული სწავლება სურს. ასევე გვხვდება Public at-risk school. ეს არის სკოლები ბავშვებისათვის, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას ჩვეულებრივ სკოლებში და ცუდი ყოფა-ქცევითაც კი გამოიჩინეს თავი.
John Holt-მა, რომელმაც დაწერა მთელი სერია წიგნებისა, სადაც გაკრიტიკებულია საჯარო სკოლები, მალევე გამოსცა წიგნი, სახელწოდებით ,,Teach Your Own” (ისწავლე შენით), რომელიც დაედო საფუძვლად საოჯახო განათლებას.
სულ ახლახანს, Ron Miller-მა, ჰოლისტიკური განათლების ისტორიკოსმა გამოუშვა წიგნი თავისუფალი სკოლის შესახებ, რომელსაც ჰქვია ,,თავისუფალი სკოლები, თავისუფალი ხალხი, განათლება და დემოკრატია 1960 წლის შემდეგ”.
ბოლო ზაფხულის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ლეგიტიმურად გამოცხადდა ახალგაზრდული ვაუჩერის პროგრამა მთელ შტატებში, რათა მომხდარიყო მეტი ზემოქმედება განათლების სისტემაზე. მშობლებს ეძლეოდათ საშუალება, რომ გამოეყენებინათ სპეციალურად მათი შვილებისათვის შექმნილი და დანიშნული ფული, რათა ამ უკანასკნელთ ესწავლათ საჯარო ან კერძო სკოლებში. ეს ყველაფერი სამომავლოდ უკეთესი მოდელის შესაქმნელად იყო გათვლილი. ერთადერთი სეგმენტი, რომელსაც არ მოიცავდა ეს კანონი, იყო საოჯახო სწავლების ცენტრები. დღესდღეობით, უკვე შესაძლებელია, რომ დაარსდეს ცენტრები საოჯახოგანათლებამიღებული მოსწავლეებისათვის, სადაც ისინი სოციალურ სამუშაოებსა და პროგრამებში იქნებიან ჩართულნი. მართალია მშობლები მთლიანად თავის თავზე იღებენ შვილების განათლებას და სპეციალისტების ჩარევას უარყოფენ, მაგრამ ჩვენი აზრით, ამგვარი ცენტრებიც საჭიროა, როგორც დამატებითი რესურსი ბავშვებისათვის. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულებაა Pathfinder Education Center ამჰერსტში (მასაჩუსეტსი), სადაც 40-50 მოსწავლე, კვირაში 5-ჯერ ეუფლება იმ საგანს, რაც მათ სურთ. მეორე მაგალითია Puget Sound Community School სიეტლში, სადაც სწავლას იწყებენ საერთო ოთახში, მეცადინეობენ კვირაში სამჯერ და უკვე შემდეგი წლიდან, ყველას ეძლევა თავისი საკუთარი კუთხე.
აღსანიშნავია, რომ რევოლუცია არ შეუზღუდავთ შეერთებულ შტატებში. მაგალითად, საჯარო სკოლის ბაზაზე არსებობს თვითგადაწყვეტილებაზე დაფუძნებული სკოლა, სადაც 1 200 მოსწავლე სწავლობს. მათ აქვთ მინიჭებული უფლება, რომ დატოვონ მეცადინეობები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თავად გამოსცადონ მასწავლებლები და გადაწყვიტონ დაიქირავონ თუ არა ისინი. ასეთი სკოლა მოსკოვშიც არსებობს!

როდესაც მე ამას ვწერდი, ვემზადებოდი დემოკრატიული განათების მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე გასამგზავრებლად, რომელიც ტარდებოდა ახალი ზელანდიის ქალაქ კრისტჩერჩში და ორგანიზებული იყო ტამარიკის დემოკრატიული
სკოლის მიერ. ჩვენ სულ შვიდნი ვიყავით, აქ შედიოდნენ ნიუ-იორკის ალბანის დემოკრატიული სკოლის წარმომადგენლები, პოლირასობრივი სკოლის წევრები (სკოლა დაარსებული იყო იმ ხალხის მიერ, რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობდნენ და აუქციონზე შეისყიდეს იგი საშუალოდ 500$-ად. მოსწავლეებს სწავლების გადასახადი მინიმუმამდე ჰქონდათ დაყვანილი) და მრავალი სხვა.
ალტერნატიული განათლების რესურს ორგანიზაცია (AERO) და თავისუფალი სკოლების ასოციაცია იმედოვნებენ, რომ 2003 წლისთვის, უკვე აშშ-ში უმასპინძლებენ დემოკრატიული განათლების საერთაშორისო კონფერენციას.

_______________
2002 წელი

გამოქვეყნებულია www.lib.ge-ზე

Gallery | This entry was posted in თარგმანები. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s