დემოკრატიული მართვის სტილი– ჯერი მინთზი

     დემოკრატიული სკოლის მართვა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური საკითხია. განათლების სფეროს მუშაკები მიხვდნენ, თუ რა მნიშვნელოვანია ამ დარგში მოღვაწე ყველა ადამიანის ჩართვა მიმდინარე პროცესში და გარკვეული უფლებების მინიჭება.
ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც, ათასობით საჯარო თუ კერძო სკოლაა, სადაც მხარს უჭერენ სტუდენტთა და მოსწავლეთა თვითმმართველობას. არჩევნები მრავალი ფორმით ხდება: მოსწავლე_მასწავლებელთა დემოკრატიული არჩევნები, უმრავლესობის არჩევანი ან კონსენსუსი მოსწავლე_მასწავლებელთა შორის. ამ ე.წ. არჩევნების დაწესების მიუხედავად, რაიმე საგრძნობი განსხვავება არ იგრძნობა, რადგან თვითმმართველობებს პრაქტიკულად არ აქვთ გადამწყვეტი სიტყვის უფლება, ხოლო მათზე დაქვემდებარებულმა მოსწავლეებმა ისევ არ იციან თუ სად გააგრძელონ სწავლა და რა ქნან მომავალში. ჩემი აზრი და რჩევა კი ასეთია: იქნებ მათთვის მეტი არჩევანის უფლების მინიჭებითა და მიმდინარე პროცესებში ჩართვით, მეტი თავისუფლება და თავდაჯერებულობა მოიპოვონ, იქნებ მათ თავად იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე და მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდონ ამ მნიშვნელოვან საკითხს. ნამდვილი დემოკრატიული გადაწყვეტილება ხომ ყველა შესაძლო ვერსიის განხილვა_გაანალიზებისა და პროცესში ჩართული თითოეული მონაწილის აზრის გათვალისწინებით მიიღება.
1968 წელს, როდესაც ჩვენ დავაარსეთ Shaker Mountain School, ის გათვალისწინებული იყო, როგორც დემოკრატიული სკოლა და მხარდაჭერილი შტატების განათლების განათლების მმართველი დეპარტამენტის უფორისის მოადგილის, ჰარვი სკრიბნერის მიერ. მოსწავლეები ჩვენი სამეურვეო საბჭოს უმრავლესობას შეადგენდნენ, რადგან მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული სკოლისა და მოსწავლეთა ინტერესები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მოსწავლეები ყველაზე სანდო და კომპეტენტური მრჩეველები იქნებოდნენ. მართლაც, სასკოლო შეხვედრებზე მრავალი საკვანძო საკითხი იქნა გადაჭრილი. სამეურვეო საბჭო მთლიანად იყო დამოკიდებული მოსწავლეთა გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებებში შედიოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: შენობების ყიდვა_გაყიდვა, ძირითადი ფინანსური ღონიძიებები და მთელი სასკოლო პოლიტიკა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ სკოლის მართვის სისტემა ყველაზე ეფექტური და წინწადგმული ნაბიჯია სხვა ალტერნატიულ სკოლებთან შედარებით. მაგალითად, ,,სამერჰილის სკოლა”, რომელიც ამ საქმის პიონერად ითვლება.
წინა წლებში, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ევალებოდა იმ კონსერვატიულ, მოძველებულ საბჭოს, რომლისთვისაც სკოლისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები ,,ოთხშაბათს, შუადღის 1 საათზე” მიიღებოდა და იქვე წყდებოდა. არადა, სკოლის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია კვირის მხოლოდ ერთ დღეს. ჩვენი შეხვედრები კი საკმაოდ გრძელი და ემოციური იყო. გრძელდებოდა დილიდან საღამომდე, მთელი დღის და ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაშიც. გადაწყვეტილებები იმდენად ოპტიმალური, ეფექტური და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, რომ თავის თავში სხვა წვრილ_წვრილ გადაწყვეტილებებსაც შეიცავდა. სპეციალური შეხვედრა შეიძლებოდა დანიშნულიყო ნებისმიერ საკითხზე, საბჭოს ნებისმიერი წევრის მიერ. შეხვედრაზე ხალხს სპეციალური ზარის საშუალებით უხმობდნენ და რაც აუცილებლად უნდა ითქვას, არის ის, რომ საბჭოს არც ერთი წევრი არ აკლდებოდა, საკუთარი ხმის აუცილებლობა და პასუხისმგებლობა ყველა ადამიანს ჰქონდა გაცნობიერებული.
ჩვენი სამეურვეო საბჭოს შეხვედრები არა სამეცნიერო, არამედ, ხელოვნების დარგში იყო აყვანილი, ეს იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული, წევრებს შორის ურთიერთპატივისცემასა და სხვისი აზრის გათვალისწინებაზე დამყარებული ურთიერთობა. თითოეული მათგანი გრძნობდა, რომ მართლაც მნიშვნელვანი საკითხი ჰქონდათ გადასაჭრელი, რისთვისაც საჭირო იყო ერთიანობა. განსხვავებით ადრეული პერიოდისაგან, როდესაც მუშაობის დონე იყო საკმაოდ დაბალი, რადგან ხალხმა იცოდა, რომ მათ აზრს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და ყველაფერი სადღაც მაღლა წყდებოდა!
ეს ადრე, ახლა კი გავაგრძელოთ ისევ ჩვენი საკითხი: სკოლაში იყო ერთი ძალიან საინტერესო წესი: თუ საბჭო ჩათვლიდა, რომ ესა თუ ის თემა ძალზე მნიშვნელოვანი იყო და საჭიროებდა მთელი საზოგადოების დასწრებას, მაშინ გაკვეთილები წყდებოდა და იწყებდნენ ე.წ. ,,სუპერ შეხვედრას”. სუპერ შეხვედრები შეადგენდა მთელი შეხვედრების 10%-ს, ასე რომ, მათი რიცხვი საკმაოდ მცირე იყო.
სასკოლო შეხვედრებზე განიხილებოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება და ითვლებოდა საშუალო რეიტინგები. საინტერესოა ისიც, რომ სკოლაში ახალი სისტემის შემოღების შემდეგ, სწავლის დონემ საშუალოდ 2_1/2½ ბალით აიწია. ზოგიერთმა მოსწავლემ თავისი დონე 6 საფეხურითაც კი ასწია.
სკოლის თვითმმართველობის 2 მთავარ პრინციპს წარმოადგენდა: გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის მიერ და ჯგუფის კონსენსუსით. ,,შაკერ მაუნთინ სქულმა” ორი პრინციპის საინტერესო მიქსი შემოგვთავაზა. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამ სკოლაზე უდიდესი გავლენა მოახდინა იროკეზთა კონფედერაციაში შემავალი მოჰავიკი ინდიელების წეს_ჩვეულებებმა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამოცდილებით ბენჯამინ ფრანკლინიც ხელმძღვანელობდა და ხშირად იყენებდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. მართლაც, ამგვარი დემოკრატიული წესით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა, ახალშექმნილი დამოუკიდებელი კოლონიების შექმნის საქმეში. როგორც გაირკვა, მოჰავიკები გადაწყვეტილებას იღებდნენ ერთიან შეკრებილ საბჭოზე, სადაც თითოეული წევრი ამომწურავად გამოთქვამდა თავის აზრს და ასაბუთებდა, წევრები დიდი ყურადღებით ისმენდნენ მას და თუ უმრავლესობა გადაწყვეტდა, ის აზრი მტკიცდებოდა. შესაძლოა სხვა წევრები ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმებოდნენ, მაგრამ კონსენსუსამდე მიდიოდნენ და ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, თმობდნენ თავისას (ამ საკითხების მოძიებაში დამეხმარა Eric Joy, The Arthur Morgan School-ისა და ბურნსვილის Quaker School-ის მასწავლებელი, კონსენსუსი მისთვის ნიშნავს ,,კრების შეგრძნებას”). კრების მდივანი ერთგვარი არბიტრიც იყო, რომელიც ყველა ადამიანს აძლევდა საშუალებას, რომ გამოეთქვა თავისი მოსაზრება. იგი ერთგვარად აჯამებდა მათ გამოსვლებს. გადაწყვეტილება უკეთესის შეგრძნების პრინციპით მიიღებოდა, ჯგუფი კი გრძნობდა, თუ რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და საკეთილდღეო გამოსავალი და იმაზე თანხმდებოდნენ.
შაკერ მაუნთინ სქულის გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიას წარმოადგენდა უმრავლესობის არჩევანი. თავმჯდომარე სთხოვდა მოწინააღმდეგეებს, რომ დაესაბუთებინათ თავიანთი ნეგატიური აზრი და თუ ეს დასაბუთება ამომწურავი არ იქნებოდა, იწყებოდა დამატებითი არჩევნები და განმეორებითი დისკუსიები.
არსებობს რიგი დემოკრატიული სკოლები (სამერჰილში), სადაც მოსწავლეები თავად ირჩევდნენ კრების თავმჯდომარეს ერთი სემესტრით, ან მეტი პერიოდით. მაგალითად, ,,შაკერ მაუნთინ სქულის” ყველა მოსწავლე ერთხელ მაინც იყო ნამყოფი თავმჯდომარედ. როდესაც სკოლაში მოდიოდა ახალი მოსწავლე, სწორედ მას ირჩევდნენ თავმჯდომარედ, რათა დაეძლია პირველი შიში და სიმორცხვე, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა და თავი გუნდის სრულუფლებიან წევრად ეგრძნო.
ადამიანები, რომლებსაც სურდათ შეხვედრის თავმჯდომარეობა, თავად ასახელებდნენ თავიანთ კანდიდატურებს. როდესაც გროვდებოდა რამდენიმე კანდიდატი, იწყებდნენ ღია არჩევნებს, რაც სახალხოდ ხელის აწევაში გამოიხატებოდა. პროცედურა მოიცავდა სულ რამდენიმე წუთს და კრებაც იწყებოდა. თუ შეხვედრა საგანგებოდ იყო დანიშნული, თავმჯდომარე ამბობდა: ,,ვინ მოიწვია ეს კრება და რატომ?”; ხოლო თუ ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, მაშინ _ ,,დაასახელეთ განსაზღვრული გეგმის პირველი ნაწილი!”
იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე რაღაც პრობლემის გამო იძულებული ხდებოდა დაეტოვებინა კრება, ინიშნებოდა მისი შემცვლელი, ხოლო თუ საბჭო არ იყო კმაყოფილი ამ უკანასკნელის თავმჯდომარეობით, იწყებოდა ხელახალი არჩევნები. ხალხს შეეძლო თავისი რჩეულები დაესახელებინა და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცა.
სწორედ თავმჯდომარის ნიჭზე იყო დამოკიდებული ის, რომ დროულად დაეფიქსირებინა ვინ და როდის სწევდა ხელს, ვის სურდა აზრის გამოთქმა, ვინ აქტიურობდა საბჭოს წევრებიდან, მასვე უნდა ჩაეწერა მათი თანმიმდევრობა, ვინ ვის შემდეგ გამოეძახებინა. თავმჯდომარესვე ევალებოდა ტრიბუნასთან მოეხმო ისეთი ხალხიც, ვინც რაღაც მიზეზის გამო დუმდა და არ იღებდა მონაწილეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ არავის არჰქონდა ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს დადების უფლება. მაგალითად, თუ საქმე განიხილებოდა ორი კვირის განმავლობაში, საბჭოს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მიეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, თუნდაც ეს შეხებოდა სასკოლო სტრატეგიას, პოლიტიკას და ასე შემდეგ. მათ ყველაფერი უნდა შეეთანხმებინათ სკოლის წევრებთან და განეხილათ სასკოლო შეხვედრაზე.
ერთ_ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს სკოლის საბჭოზე, ეს იყო ,,stop კანონი”. ეს კანონი მოქმედებდა მაშინ, როდესაც ორი მოსწავლე ერთმანეთს წაეჩხუბებოდა და ერთი მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ საქმე სერიოზულ ჩხუბამდე მიდიოდა. მაშინ მეორე პირდაპირ ეტყოდა ,,stop to wrestling” _ შეწყვიტე ჩხუბი, ანდა ასეთი ,,stop to calling me fatty” _შეწყვიტე ჩემთვის მსუქანას დაძახება. მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მაშინვე უნდა შეწყვეტილიყო, თუ არ დაემორჩილებოდნენ ,,stop კანონს”, ეს სერიოზულ და ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანდა თითოეულ მათგანს. დაუყოვნებლივ იქმნებოდა ადამიანების ,,პატარა ჯგუფი”, ერთგვარი კომისია, რომელსაც უნდა განეხილა და გადაეწყვიტა ეს კონფლიქტი. სტუდენტს ან რიცხავდნენ ან დროებით ათავისუფლებდნენ სასწავლებლიდან, იყო განსხვავებული ზომაც _ უქმნიდნენ ისეთ პირობას, რომ ის სულ კი არ ირიცხებოდა სკოლიდან, არამედ ვარდებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ თავიდან უნდა ცდილიყო სკოლაში ,,შემოღწევას” სპეციალური ტურების გავლის შემდეგ, როგორც ეს გააკეთა თავიდან, როდესაც გადაწყვიტა სკოლაში სწავლა. ამისათვის სკოლაში არსებობდა მისაღები კომისია, რომელშიც შედიოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის საბჭოს წევრები. ისინი ირჩეოდნენ 1 წლის ვადით. ამგვარი მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მთელი წელი ისე ჩაივლიდა, რომ სასწავლებელში კომფლიქტები არ არსებობდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ,,სამერჰილის სკოლის” მოსწავლეებს ცუდი ქცევისათვის ფულადი ჯარიმების გადახდა უწევდათ. ,,შაკერ მაუნთინის” ხალხი კი ძირითადად ნაკლები შესაძლებლობისანი იყვნენ, ამიტომ, იქ დასჯის ორი ფორმა იყო: ერთი ,,გაფრთხილება” და მეორე _ ,,სასტიკი გაფრთხილება”. ,,სასტიკი გაფრთხილება” უკვე მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას არ მოიცავდა, მასში შესაბამისი ქმედებაც იგულისხმებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ,,სასტიკი გაფრთხილება” საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო ,,შაკერ მაუნთინ სქულის” ისტორიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო შეხვედრები მხოლოდ დისციპლინარულ საკითხებს არ მოიცავდა, აქ სამომავლო ექსკურსიებსა და პიკნიკებსაც უთანხმებდნენ ერთმანეთს. წყდებოდა სად, როდის და რა თანხით წავიდოდნენ ექსკურსიაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ამ სკოლაში მოქმედებდა, ეს იყო ურთიერთპატივისცემა, ყველა პატივს სცემდა მეორე ადამიანს და მის დამოუკიდებელ აზრს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას მოუსმენდნენ და შეაფასებდნენ. ამასთან, ეს შეხვედრები და იქ გაჟღერებული ინფორმაცია საკმაოდ დაცული და კონფიდენციალური იყო, ისინი არ იყო უცხო პირებისთვის ხელმისაწვდომი.
სხვათა შორის, ჩემს იდეებსაც ხან იღებდნენ, ხან უკეთესს მთავაზობდნენ. ასე ჰარმონიულად გრძელდებოდა 17 წელიწადი, რაც იქ დავყავი. ჩვენი მაგალითი ბევრმა მოიწონა და დაესესხენ კიდეც. მაგალითად: სასექსის სკოლამ (მისოულა, მონტანა), სადაც ოფიციალური სტუდენტი იყო 70, ხოლო 325 ელოდებოდა მიღებას, დამიკვეთეს ასეთივე მოდელის მათთანაც გადმოტანა. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სასაცილოა, მაგრამ ამ სკოლის პირველ სხდომას ჩემი 11 წლის დისშვილი (ჯენიფერ გოლდმანი) ხელმძღვანელობდა. იმავე პრინციპებზე შეიქმნა შემდგომში ,,შაინინგ მაუნთინ სქული”, ,,სპინოვის სახელობის ავალონის სკოლა” და ,,At risk” უმაღლესი სკოლა რთული ბავშვებისათვის. დაუჯერებელია, მაგრამ ასეთ პრობლემურ მოსწავლეებთანაც კი გაჭრა ამგვარმა დემოკრატიულმა მეთოდმა. ბავშვებმა, რომლებიც საზოგადოებისაგან მხოლოდ ზურგშექცევას მოელოდნენ, მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობა აიღეს თავზე და საკუთარ საჭიროებაში დარწმუნდნენ.

გამოქვეყნებულია www.lib.ge-ზე

Gallery | This entry was posted in თარგმანები. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s