სკანდალი ამერიკის სკოლაში

  დღევანდელი პოსტის თემად 19 ივნისს, youtube-ზე ატვირთული 10 წუთიანი ვიდეო ავირჩიე, რომელმაც გამოჩენისთანავე მთელი ამერიკა აალაპარაკა. ინციდენტი  ნიუ–იორკში, ქალაქ როჩესტერში მოხდა.  სკანდალურ ვიდეოში  კარგად ჩანს და გარკვევით ისმის, როგორ დასცინიან 13–14 წლის სკოლის მოსწავლე ახალგაზრდები 68 წლის ქალბატონს, რომელიც მათივე სკოლის ავტობუსის კონტროლიორად მუშაობს. 4 შვილის დედა და 8 შვილიშვილის ბებია კარენ კლეინი აუტანელ შეურაცხყოფას იტანს მოზარდებისაგან და სიმწრისაგან ტირის. ის არ ეპასუხება უზნეო ახალგაზრდებს და მოთმინებით ელოდება, როდის შეწყვეტენ მის წამებას.  ბავშვები არ ერიდებიან არანაირ უცენზურო გამონათქვამს და პირადულ თემებზეც კი ეხუმრებიან ხანში შესულ ქალბატონს. ერთ–ერთი მათგანი ეხუმრება კლეინს: ალბათ, ყველა შენმა ნათესავმა ერთად მოიკლა თავი, ოღონდ შენ სიახლოვეს არ ყოფილიყვნენო.  როგორც ირკვევა, ბავშვი კერენ კლეინის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას გულისხმობს, როდესაც 10 წლის წინ, მისმა უფროსმა ვაჟმა თვითმკვლელობა სცადა.

     ვიდეოში მრავლად ნახავთ და მოისმენთ ამ და სხვა მრავალ  ამაზრზენ დეტალს, რამაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო და ფეხზე დააყენა. როგორც ქალბატონი კლეინი აღნიშნავს, ამგვარი თავდასხმა არ ყოფილა პირველი შემთხვევა, რადგან გაცილებით უარეს შეურაცხყოფას აწყდებოდა ამავე სკოლის ავტობუსის მძღოლად მუშაობის პერიოდში.

     სკანდალურ თემას უკვე მიეძღვნა უამრავი სატელევიზიო სიუჟეტი, თოქ–შოუ,  მხარდამჭერი მიმართვა და სხვა.   ვიდეოში ძირითადად 4 ახალგაზრდა ფიგურირებს, მათი სახელები და გვარები უკვე ცნობილია და გადაგზავნილი შესაბამის უწყებებში. ახალგაზრდები დაკავებულები არ არიან, თუმცა, დისციპლინარული სასჯელი არც ერთ მათგანს არ ასცდება, ხოლო რაც შეეხება კარენ კლეინს, მის მხარდამჭერთა და გულშემატკივართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. შეწუხებულმა მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტეს დაზარალებული ქალბატონის დახმარება და გახსნეს მისივე სახელობის ფონდი, სადაც ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, მცირე თანხის გადარიცხვით დაეხმაროს მოხუც ქალბატონს, რათა დამსახურებული დასვენება მოუწყონ  მიღებული ტრავმის შემდეგ.

About these ads
Gallery | This entry was posted in ინტერნეტი, სხვადასხვა, უცხოეთი and tagged , . Bookmark the permalink.

5 Responses to სკანდალი ამერიკის სკოლაში

  1. ბავშვები, ზოგჯერ, საშინლად სასტიკები და უგულოები არიან :(

    • სულ ვფიქრობ, განა რა გარემოში უნდა აღიზარდოს ბავშვი, რომ უფროსი ადამიანის პატივისცემა და მორიდება ვერ ისწავლოს?!

  2. vivieni says:

    რა საშინელებაა :)

  3. vivieni says:

    მეცინება და ტან მეტირება ასეთი დებილი ახალგაზრდების გამო ფუ რა

  4. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი შვილები მსგავსი საქციელიდან!!!!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s