სტივენ კინგის ამოუხსნელი ფენომენი

  არ ვიცი, იცნობთ თუ  არა სტივენ კინგს როგორც ავტორს, მაგრამ მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ერთი საშინელებათა ფილმი მაინც რომ არ გქონდეთ ნანახი წარმოუდგენელია.  სტივენ კინგი პირდაპირ ასოცირდება და სინონიმია სიტყვისა ჰორორი. მან თაობები შეაშინა და ამ ,,მავნე ჩვევას“ დღესაც არ ანებებს თავს. კინგის ფენომენი ამოუხსნელია, მისი აზრთა სვლა ადამიანის ტვინის ყველაზე ბნელ კუნჭულებშიც კი აღწევს და ყველაზე ცივსისხლიანსაც კი შეაზანზარებს.

ვინ არის ის? დამთხვეული შიზოფრენიკი, რომელიც სიცოცხლეში ვერ ახორციელებს იმას, რასაც წერს, თუ  ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე  ექსპერიმენტატორი, რომელიც ჩვენს გონებას ეთამაშება და ცივ ოფლს გვადენს.  იქნებ წერა მისი თერაპიაა, რათა თავად გათავისუფლდეს შიშისაგან და სამაგიეროდ სხვა დააავადოს პარანოიით. ერთი რამ კი ფაქტია, კინგი კარგად იცნობს ჩვენს ყველა ფობიას და ამას შესანიშნავად იყენებს.  ლათროფობიით ხარ შეპყრობილი? –ის პირდაპირ ფსიქოპატ მკვლელ ექიმს გადაგყრის; ერითროფობია გაქვს? –ინფრა წითელი შუქებით განათებულ ოთახში გამოგკეტავს; ცენოფობია გაქვს? –  გაუკაცრიელებულ ქალაქში ამოგაყოფინებს თავს.

ძალიან ცდები თუ ფიქრობ, რომ ის ბნელი სარდაფითა და  ღამის წყვდიადით შეგაშინებს? სულაც არა, კინგი დღისით, მზისით და ყველაზე  უვნებელ ადგილას მოაწყობს ისეთ საზარელ მკვლელობას, რომ სახლიდან გასვლის შიში კარგა ხანს აღარ დაგტოვებს.

აბა წარმოიდგინე, რომელია ამქვეყნად ყველაზე უწყინარი, საყვარელი და სასაცილო არსება? რაღა თქმა უნდა ცირკის კლოუნი, მაგრამ ხვდები კი  რა საზარელი ჟლეტა შეიძლება მოგიწყოს ამ უწყინარმა პერსონაჟმა? (IT) იცი კი ვინ იმალება კლოუნის გრიმს უკან?

სკოლაში, თანაკლასელების დაცინვის ობიექტი ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც გამხდარა. ეს ამაზრზენი  ხარხარი, რომელიც ყურში გიწუის, ძლიერდება და ძლიერდება, შენ თვალთ გიბნელდება, გინდა მიწა გაგისკდეს და შიგნით ჩავარდე, ოღონდ მორჩეს ეს ყველაფერი და აღარ გაიგო მათი ხმა, ან……………   მან უკვე იცის რაც გაივლე შენს პატარა, ბნელ ტვინში (carrie).  კინგი კარგად აცნობიერებს აფექტური მდგომარეობის მთელ ხიბლს, რომელსაც შეუძლია   ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრისმაქნისი  მოსწავლე დაუნდობელ ყასბად აქციოს.

მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას? ამას გავბედავდი? სადამდე  წავიდოდი? –კინგი გაიძულებს იფიქრო ამაზე და შენი ცნობიერების ყველაზე მიუვალი, დაკეტილი კარი გამტვრევინოს.

მაინც რა გაიძულებდა სიცოცხლის სუიციდით დასრულებას? რამდენად აუტანელი უნდა იყოს შენი ყოფა, რომ ამ ზღვრამდე მიხვიდე და გადალახო იგი?  უკაცრიელ კუნძულზე  რომ მოხვდე და გადარჩენის არავითარი შანსი არ გქონდეს, საკუთარი სხეულის ნაწილებს შეჭამდი? (survivor type).

monster-under-the-bed  და ბოლოს, ორი კეთილი რჩევა გამოცდილი ,,ბოროტმოქმედისგან“ : ძილის წინ კარგად მოათვალიერე საწოლი ოთახი და საბანი კარგად ამოიკეცე ფეხებქვეშ. რა იცი, რომ რამე მწვანე, ბანჯგვლიანმა არსებამ არ გტაცოს ფეხში ხელი?! და მეორე: ნუ იქნები ზედმეტად ცნობისმოყვარე და ნუ შეიხედავ ახალგადმოსული მეზობლის ფანჯრებში, რომელსაც შესაძლოა, თავისთვის, უწყინარად სძინავს კუბოში, რადგან იმ ღამეს, შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები თავად გეწვიონ.

*ლატროფობია–ექიმთან წასვლის შიში

*ერითროფობია–წითელი შუქის შიში

*ცენოფობია–ცარიელი სივრცის შიში

About these ads
Gallery | This entry was posted in კინო, ტელევიზია, წიგნები, ხელოვნება and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to სტივენ კინგის ამოუხსნელი ფენომენი

  1. ფილმების რა გითხრა და მოთხრობები წამიკითხავს. რუსულ ჟურნალებში იბეჭდება ხშირად და ქინდლშიც მაქვს რამდენიმე. “მწვანე მილი” გადმოვწერე ახლახანს. უახლოეს დღეებში ვაპირებ წაკითხვას.

  2. ფილმებიდან ,,ნათება” (shining) გექნება ნანახი, ჯეკ ნიკოლსონით, ,,მწვანე მილი”– ტომ ჰენქსით მთავარ როლში, 1408 –ჯონ კიუსაკი, ,,მიზერი” კეტი ბეიტსი, ,,საიდუმლო ფანჯარა” –ჯონი დეპი…..

  3. კაი პოსტია მომეწონა :)

  4. pawko says:

    magari postia

  5. დიდი მადლობა! თქვენთვის ვწერ :)

  6. წიგნის რუსულ თარგმანში зеленая миля ჰქვია და ქართულად არ უთარგმნიათ ჯერ.

  7. Kejeradze says:

    ჯერ მხოლოდ “კორპორაცია”თავი დაანებეთ მოწევას” მაქვს წაკითხული, “მიზერი” და “მწვანე მილი” ნანახი და უკვე ვხვდები, რომ საინტერესო მწერალია. მე მგონი, ღირს მისი უფრო ახლოს გაცნობა…

    • აუცილებელიც კია, მე თუ მკითხავ! დამიჯერე, თუ ეს ჟანრი მოგწონს, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებ:)

  8. touchkah says:

    Cujo ? :) ადამიანი იძულებული ჭამოს თავისი თავი ? :) მანქანები ? სტივენ კინგი არის უნივერსალური страшилка :) და ძალიან მიყვარს :)

  9. Butterfly says:

    ინთერესთინგ… მმმ

  10. ketusi.com says:

    ძალიან კარგი პოსტია
    როგორც ვატყობ,შენც ძალიან კარგად გამოგდის ადამიანების შეშინება :) მშვენიერი მიმოხილვა გააკეთე
    “მიზერი” ცამრჩა გონებაში! საერთოდ, ვერიდები სასინელებათა ფილმებს, მგრამ მაგ ფილმს ძალიან დიდი ხნის წინ ვუყურე და ჩემზე ძალიან იმოქმედა.

    • ძალიან დიდი მადლობა! შეშინება თუ გამომდის, ამას კომპლიმენტად მივიღებ:)) კარგია ,,მიზერი” რომ ახსენე, რატომღაც ამ ფილმზე ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას, არადა, სერიოზული ფსიქოლოგიური ტრილერია და 90–იან წლებში ,,მიზერის” ბუმი იყო. რატომღაც, ყველამ მიივიწყა:(

  11. ნოდარი says:

    “მიზერი” ქართულად რომ იყოს ნათარგმნი რა კარგი იქნებოდა :))

  12. ტური says:

    საინტერესო ბლოგია

  13. Gijpoeta says:

    სტივენ კინგი ძალიან მომწონს, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალია, ვიტყვი, რომ კარგად გამოსდის ეს. მეც მაქ მის მსგავსად რამის შექმნის პრეტენზია რამე ღირებულის, თან სწორედ იმ ასაკში გამიჩნდა რა ასაკშიც მას. სტივენ კინგი მართლაც ერთერთი საუკეთესო მწერალია, მაგის წიგნებს ვკითხულობ გამოდის თუ არა ეგრევე: მწვანე ბილიკი, უიმედოთა ქალაქი, მიზერი, ბნელი კოშკი, უძილობა, მალე ნისლის და წელიწადის დრონის წაკითხვასაც ვაპირებ, შემდეგი კი მისტერ მერსედესია. მადლობა მინდა ვუთხრა დიოგენეს ასე რომ გვანებივრებს სტივენ კინგის ქართული თარგმანებით. დიოგენეს და პალიტრა ლ-ს. <3

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s