სკულპტურომანია 3

სკულპტურომანია საქართველოში!

სკულპტურომანია 2

როგორც ხედავთ, საქართველოში  სკულპტურომანიის  ისტერია ჯერაც არ ჩამცხრალა და 2012 წელს კიდევ მრავალი სიახლე გველის წინ.  ჯერ ის ამბავი რად ღირს, რომ ახალციხის ცენტრს მორიგი ,,შედევრისთვის“ ამზადებენ და უკვე ღია კონკურსია გამოცხადებული ქალაქის სახე–ძეგლის შექმნაზე. მთავარია, ღამე ჩუმად არ დადგან რამე უმსგავსობა და ჯერ ხალხს შეუთანხმონ სამოქმედო გეგმა. ასე რომ, როგორც იტყვიან,  ,,პაჟივიომ უვიდიმ“, რადგან ყველაზე საინტერესო  წინ გვაქვს.

არ ვიცი ვინ  და რა მოსაზრებით წყვეტს ძეგლების ამა თუ იმ ადგილას მოთავსებას, მაგრამ ფაქტია, რომ  საქართველოში ახლადაღმართულ სკულპტურათა უმრავლესობა სრულიად შეუფერებელ ადგილებში იდგმება და ფაქტობრივად, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძეგლი და მისი ლოკაციის ადგილი სულ ცოტათი მაინც უნდა უხდებოდეს და ესადაგებოდეს  ერთმანეთს, არადა, დღესდღეობით,  მათი უმრავლესობა ისე გამოიყურება, როგორც აქლემი და გალია, რაც ძეგლსაც უკარგავს შინაარსაა და დატვირთვას და  ადგილსაც –პირვანდელ ხიბლს.   შორს არ წავალ და წინა პოსტებში მოხსენიებულ ძეგლებს არ განვიხილავ, დღევანდელი პოსტის თემა მხოლოდ და მხოლოდ სიახლეებია.

სიახლე  N1:დედაქალაქით დავიწყებ და გამცნობთ იმ სასიამოვნო სიახლეს, რაც მეც და ალბათ თბილისის ყველა გულშემატკივარს გაუხარდება: წინასაახალწლოდ, თავდაპირველ ადგილმდებარეობას დაუბრუნდა ,,გრიფონები“, რომლებიც ოდითგანვე ამშვენებდა თავისუფლების მოედანს. ისინი თითქმის პირვანდელი სახითაა აღდგენილი, მხოლოდ რატომღაც მოაკლეს  თავზე მდგარი ჩირაღდნები, რომლებიც, ვფიქრობ, უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა, მაგრამ სულ არაფერს, მაინც ასე ჯობია.

სიახლე N2: ვაკის პარკის შესასვლელში აღიმართა მკერდმოშიშვლებული ქალის ქანდაკება, რომლის სახელწოდებაა DJ. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, აღნიშნული სკულპტურა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეს ეკუთვნის და იგი ვაკის პარკთან არსებული  ერთ–ერთი კლუბის საკუთრებაა, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორია.

სიახლე  N3:  გასული 2011 წლის დეკემბრის ბოლოს,  ძეგლის საიდუმლოდ აღმართვის კიდევ ერთ  შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, შუა ღამეს, ყველასაგან მალულად დადგეს  თამარ მეფის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც, დილით გაღვიძებულ და ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას, რბილად რომ ვთქვათ, არ მოეწონა, რის გამოც,  უმსგავსობა და მეფე თამარის შეურაცხყოფა უწოდა. სკულპტურა 5 წლის წინ გარდაცვლილ მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილს ეკუთვნის და იგი 1996–2004 წ.წ–ია შესრულებული. ავტორის მიერ შექმნილი თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ და მხოლოდ  1,5 მეტრს შეადგენდა, თუმცა, როდესაც  მისი 5 მეტრიან მონუმენტად ქცევა გადაწყვიტეს, პროპორციები აშკარად დაერღვათ.  ესეც ფოტო მასალა და თავად განსაჯეთ.

About these ads
Gallery | This entry was posted in სხვადასხვა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to სკულპტურომანია 3

  1. Lord Vader says:

    ჰო გრიფონები მართლაც გამეხარდა რომ დავინახე… :) არადა, უკვე დავიწყებულიც მქონდა რომ ოდესღაც იდგნენ მანდ თურმე.

    აი ეგ თამარი კი მაგარია. :)
    არ ვიცი სკულპტორი რაზე ფიქრობდა, მაგრამ მე იუმორით ვუყურებ და მომწონს. :)

    • ეს გრიფონები საურონის ციხესიმაგრის მცველები და ღამის გუშაგები არიან, 12-ის მერე ცოცხლდებიან:)))) აქამდე სად მალავდნენ ის მიკვირს:D

      • Lord Vader says:

        ალი და ნინო კი წრეზე ბრუნვას ამთავრებენ და გარყვნილი სექსით კავდებიან.

        12 საათის შემდეგ ტრანსფორმაცია საერთოდ ნიშანია ყველა ახალი ქართული ძეგლის.

  2. Lord Vader says:

    ლოლ :) არ მეგონა ვუვუზელას თუ კითხულობდი.
    ეს შენი პოსტი იყო შთაგონების წყარო. :) ასეთ დროს, ზოგადად მადლობას ვუხდი და მიძღვნასაც ვუკეთებ ხოლმე, მაგრამ იმ ბლოგზე ამას არ ვაკეთებ. სპეციფიკური ბლოგია და სპეციფიკური პოსტებია. მაინც. :)

  3. 12-ს მერე ტრანსფორმაცია მარტო ახალ ძეგლებს არ ეხება, მილორდ. თუ გახსოვს, პირველი სკოლის წინ, აკაკის და ილიას ტანდემზე ამბობდნენ, ღამის თორმეტზე ხელჯოხს ცვლიანო.

    დიჯეი არ მოგეწონათ?

    • დიჯეი თავისთავად მარტო აღებული მომწონს, მაგრამ იმ ადგილას, სადაც შვილს ვასეირნებ დიდად არ მსიამოვნებს ნახევრად შიშველი ქალის ქანდაკება, მით უმეტეს არ მსიამოვნებს ბავშვის ამ ქალის სხეულისადმი ჯანსაღი ინტერესის გამომხატველ კითხვებზე პასუხი:))

      • Lord Vader says:

        lol. ხელჯოხები კაი იყო… არ ვიცოდი.
        შეიძლება ყომარსაც აგორებდნენ და წაგებული შუზე მიდიოდა ლაღიძეებში :)

        იალინდა, ქალის სხეულისადმი ჯანსაღი ინტერესის გამომხატველ კითხვებზე, ჯანსაღი პასუხი გაეცი და ეგაა :)

      • ანუ, წელს თბილისში “დანაე” რომ ჩამოიტანონ (თან თქვან, მეტს აღარასოდეს ჩამოვიტანთო) შვილს არ წაიყვან გალერეაში?

    • Lord Vader says:

      საერთოდ, მიყვარს მე კლასიკოსებთან შეხუმრება.
      დანიილ ხარმსს აქვს ეგეთი ანეკდოტები პუშკინზე და სხვებიცაა იქ გამოყვანილი… ნუ თავის სტილში აბსურდის.
      მარა კაია.

  4. 3-4 წლის ბავშვს არ წავიყვან.

  5. ia says:

    თამარ მეფის შეურაცხყოფა ეს ძეგლი კი არ არის, არამედ შემდეგი ქმედებებია: ქუჩაში ფურთხება, დედის გინება,ობივატელობა, უწიგნურობა, ერთმანეთის ჭამა, დღე და ღამე ისტერიული ჭორაობა, ლიფტების და სასაფლაოების ძარცვა, უცხო ქვეყნების მაღაზიებში ქურდბაცაცობა, უსაქმურობა, ნარკომანობა, სნობიზმი, ელიტომანია, საკუთარ სტომაქზე ფიქრი, ფსევდოეროვნულობა, მიტინგური პატრიოტიზმი, საზღვარგარეთ გაქცევის დაუძლეველი სურვილი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნულზე დაყვანა, საზოგადოებრივი საქმისადმი გულგრილობა, სოციალური პრობლემებით სპეკულირება და წუწუნი, …ჩამონათვალი არასრულია. გმადლობთ ყურადღებისთვის.

  6. LALI says:

    ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ ზოგიერთი ადამიანის ნაკლოვანი მხარეებია, რომელიც “კარგმა ცხოვრებამ” მოიტანა. მაგრამ ეს შედევრი “ქალი ცხენზე” ერისათვის არის შეურაწმყოფელი.

  7. makuna says:

    ნუ,რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს კაცმა, ამ სიმახინჯის ნახვის მერე, მე პირადად ასეთ სკულპტურას მიშასაც კი არ ვაკადრებდი და ამ ბეგემოტზე არ შევსვავდი, არამთუ ჩვენს საამაყო თამარ მეფეს, ეს უკვე მკრეხელობაა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s